Zoom-ში მომხმარებლების კომუნიკაცია უფრო დაცული ხდება

Zoom-ში მომხმარებლების კომუნიკაცია უფრო დაცული ხდება

 

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Zoom Video Communications-მა თავის ცნობილ სერვისში – Zoom – ე.წ. end-to-end შიფრაციის (E2EE) ტექნოლოგია დანერგა. ეს ამბავი დღევანდელი პანდემიის ფონზე გაცილებით სასიხარულოა, რადგან დისტანციური მუშაობის პირობებში, ადამიანები ერთმანეთთან უმეტესად სწორედ Zoom-ის მეშვეობით ურთიერთობენ. შიფრაციის ეს ტექნოლოგია კი ჩვენს კომუნიკაციას უფრო უსაფრთხოს და გარეშე პირისგან დაცულს ხდის. E2EE-ის წყალობით, Zoom-ის მომხმარებლების კომუნიკაცია არათუ გარეშე პირისთვის, არამედ თავად კომპანიის თანამშრომლებისთვისაც უცნობი და ხელმიუწვდომელი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სიახლე ვრცელდება როგორც Zoom-ის უფასო, ისე ფასიანი სერვისის მომხმარებლებზე.

 

კომპანიის განცხადებით, შიფრაციის ახალი ტექნოლოგიის მხარადჭერით მომხმარებლები Mac-ზე, პერსონალურ კომპიუტერზე, iOS-ზე და Android-ზე ისარგებლებენ.

 

ITcraft – თქვენი აიტი პარტნიორი! იმუშავეთ შეფერხების გარეშე

+(995) 322 18 18 09;   599 63 66 00

 

დაკავშირებული სტატია

დაკავშირებული სტატია



Leave a Reply