fixed-img

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ IT მომსახურების პროვაიდერი კომპანია, რომელიც პროფესიონალურ მომსახურებას უწევს კომპანიებს, რითაც ვეხმარებით მათ ბიზნესის ეფექტურ წარმოებაში. IT Craft-მა საქმიანობა IT სფეროში 2012 წელს დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა სამოქმედო არეალი. დღეისათვის ჩვენ ვართ 200-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლისთვის სანდო და საიმედო IT პარტნიორი.
ჩვენს მიერ გაწეული მომსახურება მორგებულია, როგორც საშუალო, ისე მცირე ზომის ბიზნესებზე. ჩვენ ვპასუხობთ მათ მოთხოვნებს, ვეხმარებით ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე და ვინარჩუნებთ ხანგრძლივ თანამშრომლობას მათთან. წლების მანძილზე აიტი კრაფტ-მა განავითარა და გააფართოვა სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რომლებიც პასუხობს თანამედროვე ციფრულ გამოწვევებს. ჩვენ გთავაზობთ ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში, რომელიც შექმნილია ბიზნესის პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად. ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფეროა სერვერების, ქსელის და მონაცემთა ბაზების აწყობა და ადმინისტრირება, მათი მონიტორინგი, უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარკვეული სტანდარტების მიხედვით და გლობალური ტენდენციების შესაბამისად კომპანიების ტექნიკური უზრუნველყოფა.

 

რატომ ჩვენ?

ჩვენთანთან თამშრომლობა ნიშნავს იმას,რომ თქვენს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას ანდობთ პროფესიული სერვისის კომპანიას და ერთბაშად წყვეტთ ყველა იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი ორგანიზაციის აიტი საჭიროებებთან

  • მიიღებთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ერთიანი ჯგუფის მომსახურებას,რომელთაგან თითოეულს გააჩნია ღრმა სპეციალიზაცია ამ სფეროში. ასეთი ჯგუფის საერთო ცოდნის ღირებულება და პრობლემის გადაწყვეტის უნარი ძალიან მაღალია და სასიკეთოდ წაადგება ნებისმიერ ორგანიზაციას
  • ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას და შემოგთავაზებთ მხოლოდ გამოცდილ და მაღალეფექტურ თანამედროვე გადაწყვეტილებას ახალი ტექნოლოგიების დასანერგად ან ძველის გასაუმჯობესებლად;
  • ყველა სერვისი ერთ სივრცეში-კომპანიას გააჩნია საკუთარი სერვის ცენტრი,სადაც ხდება დაზიანებული ტექნიკის აღდგენა/შეკეთება;
  • სტაბილურობა-მომსახურების კონტრაქტით მომხმარებელი უზრუნველყოფილია 365დღე;
  • პროაქტიულობა-კლიენტის კომპიუტერული ქსელი 24/7 მონიტორინგშია,რაც ამცირებს გაუმართაობის შანსს;
  • უსაფრთხოება – მომსახურების მიწოდება ხორციელდება დღეისათვის ყველაზე დაცული ტექნოლოგიით;
  • კონფიდენციალურობა-მომხმარებლი სინფორმაცია დაცულია კონტრაქტით;
  • პროცესის სიმარტივე და სისწრაფე