სერვერი არის ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც ასრულებს დანიშნულ დავალებებს ელექტრონული მოწყობილობების ჯგუფისთვის, რომლებიც გაერთიანებულია მასთან ერთ ქსელში. სერვერის მთავარია უპირატესობაა ის, რომ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან ჰქონდეს მონაცემებთან წვდომა. კოლოკაცია წარმოადგენს ფიზიკური სერვერის განთავსებას სპეციალურად მომზადებულ დატა ცენტრში. სერვერის ფიზიკურად განთავსების გარდა კოლოკაციის მომსახურებებში შედის:
• მაღალი სიჩქარის ინტერნეტ არხთან მიერთება
• უსაფრთხოების მაღალი ხარისხი
• კლიმატ კონტროლის, ბეკაპის სისტემები
• 24 – საათიანი მომსახურება
• დაზიანებათა ოპერატიული აღმოფხვრა და სხვა
კოლოკაცია და გამოყოფილი სერვერი, როგორც წესი გამიზნულია სასერვერო პროექტებისათვის, რომლებსაც ჰყავთ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა, სჭირდებათ გამოთვლითი სიმძლავრეები, დიდი პროცესორული დრო და დიდი ტრაფიკი. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გამოყოფილი ფიზიკური სერვერის შემთხვევაში მომხმარებლებს აქვთ საშუალება სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებისა და სერვერის სრული კონტროლისა. ეს საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ნებისმიერი სირთულის პროექტი.
სერვერის მართვა/ადმინისტრირება- IT CRAFT დაგეხმარებათ, არა მხოლოდ ოპტიმალური სერვერის შერჩევაში, არამედ მის შემდგომ გამართვასა და კონფიგურირებასაც უზრუნველყოფს.
მომსახურებაში შედის:
- სერვერის მონიტორინგი;
- ბექაფირება;
- საბუღალტრო პროგრამების დარეზერვება 24 საათში ერთხელ;
- წარმადობის მონიტორინგი;
- ტექნიკური მონიტორინგი;
- სხვადასხვა პრევენციული სამუშაოების ჩატარება;
- პრობლემების აღმოფხვრა;
- 24/7-ზე ონლაინ მონიტორინგის სერვისი;

ვირტუალური სერვერი- იმისათვის, რომ აკონტროლოთ ის საქმიანი პროცესები, რომლებიც კომპიუტერულ მოწყობილობებს უკავშირდება, აუცილებელია, ერთ სივრცეში მოუყაროთ თავი თქვენი ყველა სამსახურეობრივი კომპიუტერის მომხმარებელს. ამისათვის კი ვირტუალური სერვერი დაგჭირდებათ. სერვერები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა არის თქვენი მოთხოვნა და რა მოცულობისაა სამუშაო. ვირტუალურ სერვერებს ძალიან ბევრი პლუსი აქვს, რაც, სხვა არაერთ საკითხთან ერთად, მათ მოქნილობაში, უსაფრთხოებასა და ბიუჯეტურობაში აისახება:
- თქვენს ტექნიკურ მოთხოვნებზე მორგებული ვირტუალური სერვერი და სერვისები;
- ვირტუალური სერვერის გამართვა და სრული ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
- ვირტუალური სერვერის 24/7-ზე მონიტორინგი;
- ვირტუალური სერვერის და მასზე განთავსებული ინფორმაციის სარეზერვო ასლი( ბექაფირება)
- უსაფრთხოება და ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება.