Digital Task Manager

რა არის Digital Task Manager?
Digital Task Manager არის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ერთ სივრცეში მთელი თქვენი სამუშაო პროცესის თავმოყრას. იგი ამარტივებს სამუშაო პროცესს და ხდის მას მეტად საინტერესოს. პროგრამა გეხმარებათ დაგეგმოთ, მუდმივი მონიტორინგი გაუწიოთ და შეასრულოთ ყველა თქვენი დავალება 1 პლატფორმაზე.
იგი უზრუნველყოფს ერთ სივრცეში დროით, ადამიანური და მატერიალური რესურსების და სრული სამუშაო პროცესის გადატანას, დავალებების ორგანიზებას, უსაფრთხოებასა და მართვას, რათა წარმატებით შესრულდეს კომპანიისთვის გაწერილი თითოეული დავალება. იგი ეხმარება ინდივიდებს, ჯგუფსა და ორგანიზაციებს უკეთ ადევნონ თვალყური სამუშაო პროცესს, დარწმუნდნენ იმაში, რომ დავალებები სრულდება სათანადოდ, მაქსიმალურად შეამციროს დავალებებთან არსებული ბუნდოვანებები და ხარვეზები, გაწერილ დროში მოხდეს დავალებების შესრულება და დეტალურად იქნეს თანამშრომლებამდე მიწოდებული დავალებების არსი.
Task Manager-ის მნიშვნელობა ყველაზე უკეთ იმ სამუშაო ადგილებზე ვლინდება, სადაც თქვენ გიწევთ მუშაობა არა ინდივიდუალურად, არამედ ჯგუფურად, სადაც სამუშაო მოცულობითია, კომპანიაში დასაქმებულ პირთა რიცხვი დიდია და ერთმანეთში კომუნიკაცია ხშირად გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
თუ თქვენ დანერგავთ სისტემას, რომელიც იქნება დეტალებზე ორიენტირებული, მარტივად გაწერილი და თანამშრომლებისთვის გასაგები ინტერფეისის მქონე, დედლაინების დაწესებით, გაადვილებული სამუშაო პროცესით და თითოეული ნაბიჯის მუდმივი მონიტორინგით, აღნიშნული პროგრამა დაგეხმარებათ იყოთ სწრაფად ადაპტირებადი, დავალებებზე ორიენტირებული, დროულად შემსრულებელი და შესაბამისად მომხმარებლებისთვის ყოველთვის სასურველი კომპანია.

Digital Task Manager-ის მახასიათებლები, რომლებიც დაგანახვებთ მის ეფექტურობას:
შეთანხმებულად მუშაობის შესაძლებლობა
- პროგრამაში ავტორიზაციის გავლის შემდგომ, თანამშრომელს შეუძლია დავალებების ჩამონათვალის დანახვა “To Do List”-ის ველში, სადაც დავალებების აღწერა და მისი სტატუსი(აქტიური, დახურული, მოლოდინი) არის ასახული. დავალებისთვის სტატუსის შეცვლა ხდება იმავე ველში. თანამშრომელი არ იქნება დამოკიდებული სხვაზე, არამედ თავად შეეძლება ნახოს, თუ რა არის გასაკეთებელი და იმოქმედოს დამოუკიდებლად, თავისი კომპეტენციების შესაბამისად. სტატუსი ხილვადია ყველა თანამშრომლისთვის, რაც ერთი და იმავე დავალების შესრულების პრევენცირებას ახდენს. ყველა თანამშრომელს ექნება თავისი როლი მინიჭებული დავალების შესრულების პროცესში.

- თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია არის გამარტივებული, რადგან პროგრამას აქვს საერთო ჩატი. ამასთანავე, მარტივი დაკლიკებით არის შესაძლებელი გარკვევა, თუ ვინ შეასრულა აღნიშნული დავალება, რაც მარტივს ხდის თითოეულ თანამშრომელთან დაკავშირებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს რაიმე ხარვეზი დავალებასთან დაკავშირებით, ან საჭიროა მისი დაჩქარებული წესით შესრულება, მით უფრო, როდესაც თანამშრომლის ველზე გადასვლისას ისახება მისი მობილური ნომერი.
- ამოცანების დალაგება შესაძლებელია იმგვარად, რომ მაქსიმალურად გაუმჯობესდეს თითოეული წევრის უნარ-ჩვევები.
- Digital Task Manager არის გუნდურად მუშაობისთვის ეფექტური პროგრამა, სადაც ინდივიდუალურად ისახება და ფასდება თითოეული თანამშრომლის შრომა. ამგვარი ტიპის მუშაობა აძლიერებს თანამშრომლების თავდაჯერებულობას, ვინაიდან თითოეულს შეუძლია გუნდურ სამუშაოში საკუთარი წვლილის დანახვა, ამგვარად უკეთ აღიქვამენ თანამშრომლები თავს კომპანიის ნაწილად და არიან მოტივირებულნი განვითარებისთვის.
- ეფექტურია კომპანიებისთვის, სადაც თანამშრომელთა ნაწილი მუშაობს დისტანციურად, რადგან კომუნიკაცია თანამშრომლებთან არის გამარტივებული.

მუდმივი მონიტორინგი
- თქვენ თვალს ადევნებთ თითოეული თქვენი თანამშრომლის მიერ შესრულებულ საქმეს, თუ რამდენად კარგად გაართვა თავი დავალებას, ვიზუალიზებულია მათი პროგრესი და ხარვეზები, რომლებზე მითითებითაც თქვენ დაეხმარებით თანამშრომელს განვითარებაში. ხოლო თანამშრომლები იქნებიან მოტივირებულნი, რადგან მათაც შეეძლებათ მუდმივი თვალის დევნება თავისი შედეგებისთვის.
- Feedback-ები, რომლებსაც იღებთ მომხმარებლებისგან გეხმარებათ კომპანიის განვითარებაში და არსებული ხარვეზების გამოსწორებაში.

- ნავიგაციის მენიუში Dashboard-ის ნაწილში არის დიაგრამების ველი სტატისტიკისათვის, რაც მოგცემთ ზოგად და დეტალიზებულ შეფასებას თქვენი სამუშაო საქმიანობის შესახებ.

კომპაქტური, ორგანიზებული, მოქნილი
- დავალებების ველი არის მეტად სტრუქტურირებულად და კომპაქტურად გაწერილი. ამის გამო მარტივია თანამშრომლისთვის პროგრამაში ნავიგაცია და აღქმადობა, თუ რომელი დავალებაა დაუყოვნებლივ გასაკეთებელი. “To Do List Task” დავალებების ჩამონათვალში დავალებაზე მოცემულია ინფორმაცია დავალების ტიპის, შემქმნელი თანამშრომლის, შესრულებაზე დახარჯული დროის შესახებ. დავალების ნომერზე დაკლიკების შემთხვევაში კი იხსნება დეტალური ინფორმაცია დავალების შესახებ.

- თითოეული დავალების მოძიება არის შესაძლებელი მარტივი ნუმერაციით, დავალების სტატუსით(მომლოდინე, აქტიური, დასრულებული), კომპანიების მიხედვით, პრობლემის კატეგორიით, დეტალური ფილტრით.
- ინოვაციურია ის, რომ დავალებების ფორმატშივე შესაძლებელია ფაილების ატვირთვა, კომენტარების დამატება, დავალების წაშლა, მომხმარებელთა feedback-ების დამატება.
- პროგრამა არის მოქნილი, ვინაიდან არის ვებ აპლიკაცია და შეუძლია ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაზე გაშვება, ვებ ბრაუზერის არსებობის და ინტერნეტთან წვდომის შემთხვევაში. პროგრამაში შესაძლებელია ნებისმიერი განახლებების მარტივად ჩამატება, ვინაიდან პროგრამის ძრავი დაწერილია დიჯიტალ კრაფტ-ის მიერ. მორგებულია მობილურ და პლანშეტ ვერსიებზე.
- ინოვაციურია ისიც, რომ პროგრამის ფუნქციების ცვლილებები შესაძლებელია კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
მარტივად გასაგები
- აქვს მარტივი, გასაგები და მოხერხებული ინტერფეისი. დავალებაზე დაწკაპებით თქვენ მარტივად გაიგებთ, რა ტიპის დავალებაზეა საუბარი, გეგმიურია თუ არაგეგმიური ის. დავალებების დამატება ხდება ასევე ერთი დაკლიკვით, რაც გაძლევთ გარანტირებას სწრაფი სამუშაო პროცესის.

- მარტივია მასში მუშაობაც. მაგ. დავალების დარეგისტრირების შემთხვევაში, თუ საკონტაქტო პირი ან კომპანია უკვე დარეგისტრირებულია პროგრამის ბაზაში, მაშინ მობ. ნომრის აკრეფის დროს, ავტომატურად ხდება საკონტაქტო პირის ინფორმაციის ძირითადი ველების შევსება.
- ინტერფეისის მორგება შესაძლებელია ინდივიდუალურადაც ფერებისა და ნავიგაციის სისტემის პარამეტრების შეცვლით, რათა მაქსიმალურად კომფორტული გარემო ჰქონდეს შექმნილი თანამშრომელს.
კონფიდენციალური, დაცული, გამჭვირვალე
- პროგრამაში თანამშრომლის რეგისტრაციას ახორციელებს ადმინისტრატორი დამოუკიდებლად. რეგისტრაცია ადმინისტრატორის გარეშე არავის შეუძლია. რეგისტრაციის დროს, თანამშრომლის ეთითება email და username. პროგრამაში ავტორიზაციისათვის აუცილებელია username და password ველების სწორად შევსება. არ ცოდნის ან დავიწყების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ადმინისტრატორს.
- კომპანიის თანამშრომლებს შეუძლიათ თვალის დევნება- რა პროცესშია დავალება, რამდენად სწრაფად შესრულდა იგი.
- პროგრამა განთავსებულია ჩვენს სერვერზე, ინფორმაცია ინახება ჩვენს ქლაუდზე, სადაც მონაცემების დარეზერვება დღეში 3-ჯერ ხდება. პროგრამა იმართება ჩვენს მიერ, აქედან გამომდინარე მონაცემების დაცვასა და უსაფრთხოებაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი.
დროის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა
- დრო არსებითია, როდესაც კომპანია მუშაობს მკაცრ ვადებზე. პროგრამაში შესაძლებელია დედლაინების დაწესება დავალებებისთვის. აქვს დამატებული ინოვაციური ფუნქცია- როდესაც იქმნება დავალება, ყველა თანამშრომელს, რომელიც ჩართულია დავალების შესრულებაში, მისდის ნოტიფიკაცია სმს-ით მობილურზე, რათა უზრუნველვყოთ დაწესებული ვადისთვის დავალების დასრულება.

სწრაფი
- ვინაიდან პროგრამა დაწერილი თანამედროვე ვებ ტექნოლოგიების გამოყენებით, იგი არის ძალიან სწრაფი.

შედეგად მიიღებთ:
- უფრო ეფექტურ კომუნიკაციას გეგმებსა და იდეებზე ადამიანებთან, რომლებიც არიან სამუშაოში ჩართულნი;
- გაიზრდება თანამშრომელთა პროდუქტიულობა და გაუმჯობესდება სამუშაო ხარისხი;
- მიაღწევთ უკეთეს შედეგებს, რადგან თვალყურს ადევნებთ დავალებებს და თანამშრომლებიც უფრო მეტად იქნებიან ფოკუსირებულნი დეტალებზე;
- მონიტორინგი გავლენას მოახდენს თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის გაზრდაზე;
- მარტივად დაგანახვებთ კომპანიაში არსებულ ხარვეზებს, რისი გამოსწორებაც მალევე შეგეძლებათ;
- გააანალიზებთ ტენდენციებს, რომლებიც სამუშაო პროცესში გამოვლინდა, შეაფასებთ მათ და დადებითი ტენდენციის შემთხვევაში დანერგავთ მათ, უარყოფითის შემთხვევაში კი სამომავლოდ ეცდებით მის შეცვლას;
- კომპანიის წარუმატებლობის დაძლევის მთავარი საშუალება პრობლემის წყაროს მოძიებაა, რაც ამგვარად დეტალიზებულ და გაწერილ პროგრამაში მარტივადაა შესაძლებელი, რადგან პროგრამა დავალების თითოეულ ეტაპს აღრიცხავს. ეს გამოიწვევს სამომავლო დავალებების უკეთ დაგეგმვას, რაც გამოიწვევს კომპანიის სწრაფ პროგრესს.