დღეში რამდენჯერ ითიშება თქვენი ლეპტოპი?
სანამ ახალ ტექნიკას იყიდით ან სანამ დაზიანება საბოლოოდ გამოუსწორებელი გახდება, წაიკითხეთ ეს სტატია.
პრაქტიკული გამოცდილევა გვაჩვენებს, რომ ტექნიკურ სერვისებში მიმართვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია უეცარ გათიშვებთან. ასეთ შემთხვევებში პრობლემის დიდი ნაწილი შეიძლებოდა ადრეულ ეტაპზე გამოსწორებულიყო დროული კონსულტაციის შემთხვევაში.
ყოველდღიურად თბილისშიც ასობით ადამიანი ეძებს გუგლში კითხვაზე პასუხს: “კომპიუტერი ითიშება , რა არის ამის მიზეზი?” და ეს არ არის შემთხვევითობა. ეს არის თქვენი ტექნიკის განგაშის სიგნალი.
რატომ ითიშება კომპიუტერი ან ლეპტოპი უეცრად?
რატომ არ არის ეს “ნორმალური ქცევა”
ტექნიკურად გამართული ლეპტოპი მოულოდნელად არ ითიშება. ლეპტოპი ითიშება კონკრეტული და საყურადღებო მიზეზებით. თანამედროვე მოწყობილობები აღჭურვილია მრავალი დამცავი მექანიზმით, რომლებიც თავიდან იცილებენ უეცარ გათიშვებს. როდესაც ასეთი რამ მაინც ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაფრთხილება მიიღეთ თქვენი ტექნიკისგან.
უეცარი გათიშვა შეიძლება წარიმართოს სამი სცენარით:
- კომპიუტერი/ლეპტოპი ერთბაშად ითიშება, როგორც რომ ელექტრობა გაითიშა;
- მოწყობილობა ჩაქრება (freeze) და შემდეგ რესტარტდება;
- გამოჩნდება “ლურჯი ეკრანი” (BSOD) და მოწყობილობა თავიდან ირთვება.
რატომ არ უნდა დააიგნოროთ პრობლემა
კომპიუტერის ხშირი გათიშვის იგნორირება ჰგავს სიტუაციას, როცა მანქანა შავ კვამლს უშვებს ძრავის სახურავიდან, თქვენ კი მაინც მშვიდად იყენებთ გადაადგილებისთვის.
ფინანსურადაც დიდ ტვირთად გაწვებათ ეს პრობლემა. ის, რაც თავიდან 50-100 ლარი დაგიჯდებოდათ, ორი თვის შემდეგ შეიძლება გადაიქცეს 300-500 ლარის ხარჯად.
მოდი ვნახოთ, რა არის ლეპტოპის უეცარი გათიშვის მიზეზები, რომელთა დაიგნორება არ შეიძლება:
მიზეზი #1 გადახურება (Overheating)
კომპიუტერის გათიშვა ყველაზე ხშირად დაკავშირებულია გადახურებასთან. და ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია თბილისისთვის, სადაც ზაფხულში ოთახის ტემპერატურა ხშირად აღემატება 30°C-ს.
როგორ მოქმედებს ტემპერატურა გათიშვაზე?
თანამედროვე პროცესორები (CPU) და ვიდეოკარტები (GPU) აღჭურვილია თერმული დაცვის მექანიზმებით. როდესაც ტემპერატურა აღწევს კრიტიკულ მაჩვენებელს (ჩვეულებრივ 90-100°C), სისტემა ავტომატურად ითიშება, რათა თავიდან აიცილოს აპარატურული კომპონენტების შეუქცევადი დაზიანება.
ეს არის დამცავი რეაქცია, რეალური პრობლემა არის ის, რაც ამ გადახურებას იწვევს:
- დაბინძურებული ვენტილატორები და გაგრილების სისტემა ( რაც გვხვდება 5 წელზე მეტი ექსპლუატაციის მქონე ლეპტოპების დაახლოებით 90%-ში);
- გამხმარი თერმული პასტა ( რომლის შეცვლაც რეკომენდებულია ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ);
- დაბლოკილი საჰაერო არხები (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ლეპტოპს იყენებთ საწოლზე ან სხვა რბილ ზედაპირზე).
რა გვანიშნებს, რომ პრობლემა “გადახურებაშია”?
გადახურების იდენტიფიცირება შედარებით მარტივია. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიმპტომებს:
ვენტილატორის ძლიერი ხმა
თუ თქვენი ლეპტოპის ან კომპიუტერის ვენტილატორი მუშაობს ძალიან ხმაურიანად , განსაკუთრებით მაღალი დატვირთვისას (Photoshop, ვიდეო რედაქტირება, თამაშები), მაშინ ეს გადახურების პირველი სიგნალია.
ცხელი კორპუსი
ლეპტოპის კლავიატურა და ქვედა ნაწილი შეხებისას უნდა იყოს ნეიტრალური ან ოდნავ თბილი. თუ სიცხე ხელისთვის დისკომფორტს ქმნის, მოწყობილობის ტემპერატურა მნიშვნელოვნად აღემატება ნორმას.
გათიშვა დატვირთვისას
კომპიუტერი მუშაობს სტაბილურად მარტივი ამოცანების შესრულებისას, მაგრამ ითიშება მაშინ, როცა რთული, მაღალი რესურსების მქონე პროგრამას რთავთ – ასეთ შემთხვევაშიც, ძალიან დიდი ალბათობით, პრობლემა კომპიუტერის გადახურებას უკავშირდება.
მიზეზი #2 კვების ბლოკის ან ადაპტერის პრობლემა
მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზი კვების წყაროს პრობლემებია. ქართულ ბაზარზე დაკვირვებით, მიზეზი გასაგებია, აქ ხშირია არა-ორიგინალი, დაბალი ხარისხის ადაპტერები და კვების ბლოკები.
როგორ ამოვიცნოთ კვების წყაროს ხარვეზი
კვების სისტემის პრობლემა ვლინდება რამდენიმე სპეციფიკური ნიშნით.
ლეპტოპის შემთხვევაში:
- მოწყობილობა მუშაობს ბატარეაზე, მაგრამ ითიშება დამტენზე მიერთებისას;
- დამტენის LED ინდიკატორი სუსტად ანათებს ან საერთოდ არ ინთება;
- დამტენის კაბელი ან ადაპტერის კორპუსი ზედმეტად ცხელდება;
- კაბელზე შეინიშნება ფიზიკური დაზიანების ნიშნები.
დესკტოპ კომპიუტერის შემთხვევაში:
- კომპიუტერი მძიმე დატვირთვისას მოულოდნელად ითიშება ან თავიდან ირთვება;
- ვენტილატორები უცებ ჩერდება და კვლავ იწყებს მუშაობას;
- ელექტრო ქსელში ფიქსირდება არასტაბილური ძაბვა (რაც თბილისის ზოგიერთ რაიონში საკმაოდ გავრცელებულია).
რატომ არის განსაკუთრებით საშიში დესკტოპ კომპიუტერისთვის
დესკტოპ კომპიუტერში გაფუჭებულმა კვების ბლოკმა შესაძლოა დააზიანოს სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებიც: დედაპლატა, მყარი დისკი, ვიდეოკარტა. არასტაბილური კვება იწვევს ძაბვის მერყეობას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ელექტრონულ კომპონენტებს ზრდის დაზიანების რისკის ქვეშ აყენებს.
ზოგადი ტექნიკური დაკვირვებები აჩვენებს, რომ კვების ბლოკის პრობლემა ხშირად იწვევს მეორად დაზიანებებს, განსაკუთრებით დედაპლატას შემთხვევაში.
მიზეზი #3 ბატარეის ან დამუხტვის სისტემის დაზიანება
ბატარეის პრობლემის დიაგნოსტირება, როგორც წესი, მარტივია და რამდენიმე დამახასიათებელი ნიშნით ვლინდება.
კლასიკური სიმპტომები:
- ვინდოუსი აჩვენებს, რომ დამუხტულია 40-50%-ზე, მაგრამ ლეპტოპი მოულოდნელად ითიშება;
- ბატარეა სწრაფად კარგავს მუხტს 100%-ით დამუხტული ლეპტოპი 30 წუთში სრულად იცლება.
- ლეპტოპი მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა დამტენზეა მიერთებული;
- ბატარეის დაზიანება / ფიზიკური დეფორმაცია (თუ “გაბერილია” ეს სერიოზული საფრთხეა).
მნიშვნელოვანი:
გაბერილი ლითიუმ-იონური ბატარეა შესაძლოა აფეთქდეს ან აალდეს. ასეთი ნიშნის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამორთეთ ლეპტოპი და მიმართეთ სერტიფიცირებულ სერვისცენტრს – ItCraft-ს.
რა განსხვავებაა ლეპტოპისა და დესკტოპ კომპიუტერის პრობლემებს შორის
დესკტოპ კომპიუტერს ბატარეა არ აქვს (გამონაკლისია CMOS ბატარეა, პატარა, მონეტის ზომის ელემენტი), შესაბამისად:
- დესკტოპ კომპიუტერის უეცარი გათიშვა არასდროს უკავშირდება ბატარეის პრობლემას;
- ლეპტოპის გათიშვა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ბატარეის, ისე კვების სისტემის ხარვეზით;
- CMOS ბატარეა მხოლოდ BIOS-ის დროსა და პარამეტრებს ინახავს, ამიტომ მისი გაფუჭება კომპიუტერის გათიშვას არ იწვევს.
მიზეზი #4 პროგრამული შეცდომები ან დრაივერები
როგორ იწვევს სისტემა თვითნებურ გათიშვას
ვინდოუსის STOP Error (ცნობილი როგორც “ლურჯი ეკრანი” ან BSOD( Blue Screen of Death) წარმოადგენს თავდაცვით მექანიზმს. როდესაც ოპერაციული სისტემა აწყდება კრიტიკულ შეცდომას, იგი ავტომატურად წყვეტს მუშაობას, რათა თავიდან აიცილოს მონაცემების დაზიანება ან სხვა სისტემური პრობლემები.
პროგრამული მიზეზების ყველაზე გავრცელებული ჯგუფებია:
- არასწორი ან მოძველებული დრაივერები (განსაკუთრებით ვიდეოკარტისა და ჩიპსეტის);
- ვინდოუსის Update-ის შემდეგ წარმოქმნილი პრობლემები ( ზოგიერთი განახლება შეიძლება შეუთავსებელი იყოს კონკრეტულ მოწყობილობასთან);
- მავნე პროგრამები (მათ შორის მაინერები, რომლებიც ზედმეტად ტვირთავენ პროცესორსა და GPU-ს);
- დაზიანებული სისტემური ფაილები ( ხშირად ავარიული გათიშვების ან არასწორი გამორთვის შედეგად).
როდის არის პრობლემა ვინდოუსში ან ოპერაციულ სისტემაში
თუ გათიშვა ყოველთვის ერთი და იმავე ქმედების შემდეგ ხდება (მაგალითად, კონკრეტული პროგრამის გაშვებისას), დიდი ალბათობით საქმე გვაქვს პროგრამულ პრობლემასთან.
- პროგრამული ხარვეზის დამახასიათებელი ნიშნებია:
- ჩნდება “ლურჯი ეკრანი” კონკრეტული შეცდომის კოდით;
- Windows Event Viewer აფიქსირებს კრიტიკულ შეცდომებს;
- პრობლემა არ ვლინდება ვინდოუსის Safe Mode-ში ჩატვირთვისას;
- გათიშვა არ ხდება Linux-ის Live USB-დან ჩატვირთვისას.
მიზეზი #5 აპარატურული კომპონენტების სერიოზული დაზიანება
ეს არის ყველაზე მძიმე კატეგორია, რომელიც შემთხვევების დაახლოებით 8-10%-ს შეადგენს. აპარატურული კომპონენტების კრიტიკული დაზიანება მოითხოვს პროფესიონალურ დიაგნოსტიკასა და ჩარევას და ხშირად დაკავშირებულია მაღალ ხარჯებთან.
RAM, დედაპლატა და CPU: ძირითადი რისკები
ოპერატიული მეხსიერება (RAM):
- დაზიანებული RAM იწვევს არაპროგნოზირებად გათიშვებსა და სისტემის არასტაბილურ მუშაობას;
- კრიტიკული მონაცემების ჩაწერისას შესაძლოა შეგექმნათ სისტემური პრობლემა;
- შესაძლებელია შემოწმება Windows Memory Diagnostic-ით, თუმცა MemTest86 უფრო სანდო ინსტრუმენტად ითვლება.
დედაპლატა (Motherboard):
- მიკრობზარები, რომლებიც ხშირად გამოწვეულია ტენიანობით ან ფიზიკური ზემოქმედებით;
- კონდენსატორების გაბერვა, ვიზუალურად შესამჩნევი დაზიანება;
- ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სერვისია დედაპლატას შეკეთება, ხშირ შემთხვევაში მოითხოვს მთლიანად გამოცვლას.
ცენტრალური პროცესორი (CPU):
- იშვიათად ზიანდება, თუმცა დაზიანების შემთხვევაში პრობლემა ხშირად შეუქცევადია;
- დაზიანების ძირითადი მიზეზებია ხანგრძლივი გადახურება, არასწორი ძაბვა ან ფიზიკური პრობლემები;
- თუ კომპიუტერი საერთოდ არ ირთვება, ან ირთვება მაგრამ ვერ გადის POST ეტაპს, ხარვეზის წყარო შეიძლება იყოს CPU .
როდის არის აუცილებელი პროფესიონალური დიაგნოსტიკა
დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს, თუ:
- კომპიუტერი ითიშება დღეში რამდენჯერმე;
- ირთვება, მაგრამ ვინდოუსი არ იტვირთება;
- ლეპტოპის შიდა კომპონენტები გამოსცემს შემაწუხებელ ხმებს;
- შეინიშნება წვის სუნი ან კვამლი;
- თავად სცადეთ დიაგნოსტიკა და შედეგი არ გამოიღო.
რას შეძლებთ თავად და როდის არ ღირს რისკზე წასვლა
უსაფრთხო ნაბიჯები მომხმარებლისთვის
- ვენტილაციის ხვრელების გაწმენდა შეკუმშული ჰაერით;
- კვების კაბელების ვიზუალური შემოწმება;
- ლეპტოპის გამოყენება მყარ ზედაპირზე;
- ვინდოუსისა და დრაივერების განახლება;
- ანტივირუსული სკანირება;
- ტემპერატურის მონიტორინგი (idle ≤50°C, დატვირთვისას ≤85°C).
როდის არ ღირს ექსპერიმენტები
არ სცადოთ თავად:
- ლეპტოპის დაშლა ან თერმული პასტის შეცვლა გამოცდილების გარეშე;
- კვების ბლოკის ან ადაპტერის “შეკეთება”;
- BIOS-ის რადიკალური ცვლილებები;
- გაბერილ ბატარეასთან შეხება ( ეს სერიოზული საფრთხეა).
პრაქტიკა აჩვენებს, რომ თვითნებურად “შეკეთების” შემთხვევების დიდი ნაწილი საბოლოოდ ხარჯს ზრდის.
როგორ დაგეხმარებათ ITcraft?
კომპიუტერის შეკეთება, ერთი შეხედვით, ყველაზე რთული პრობლემის დროსაც შეიძლება, მთავარია დროული მიმართვიანობა.
ITcraft გთავაზობთ:
- უფასო დიაგნოსტიკას 30 წუთში;
- ზუსტ შეფასებას, რა გაფუჭდა და რა ალტერნატივები გაქვთ;
- პროფესიონალურ შეკეთებას გარანტიით.
სერვისები მოიცავს:
ლეპტოპებისა და დესკტოპების შეკეთებას, RAM/SSD განახლებას, გაგრილების სისტემის სერვისს, კვების პრობლემების მოგვარებას, დედაპლატას რემონტს და პერიფერიული მოწყობილობების მომსახურებას.
ბიზნესებისთვის
არსებობს აბონემენტური IT მხარდაჭერა: რეგულარული პროფილაქტიკა, სწრაფი რეაგირება და სისტემების მონიტორინგი.
ლეპტოპის პრობლემა ვერ გადაწყდება დაიგნორებით, გახსოვდეს, პრევენცია უფრო იაფია, ვიდრე შეკეთება!
კომპიუტერის უეცარი გათიშვა ნორმა არ არის, ეს გაფრთხილებაა.
თუ პრობლემა გრძელდება, ნუ დაელოდებით ამ საქმის გაუარესებას, დაგვიკავშირდით:
ITcraft ინგოროყვას N19, თბილისი
032 218 18 09