fixed-img

ლეპტოპი აღარ ირთვება? ხუთი სავარაუდო პრობლემა და მათი მოგვარების გზები

19.12.2025

თეგები:

  • #ტექნიკური სერვისი

როგორ მოვიქცეთ, როცა ლეპტოპი საერთოდ არ რეაგირებს?

 

ლეპტოპის ჩართვის ღილაკს ხელს აჭერთ და არაფერი ხდება! 

 

ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის. არც შუქი ინთება, არც ხმა ისმის, ეკრანზეც არაფერი ჩანს. პირველ რიგში იმას ფიქრობთ, რომ გაფუჭდა და ახლის ყიდვა მოგიწევთ, ან რომ ლეპტოპის შეკეთება ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. 

 

კარგი ამბავი ისაა, რომ შემთხვევათა უმეტესობაში პრობლემა მარტივად გამოსასწორებელია. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც მარტივი (დამტენის პრობლემა ან ბატარეის გადახურება), ასევე, სერიოზულიც (შიდა კომპონენტების დაზიანება). 

 

ამ სტატიაში ხუთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს განვიხილავთ, რის გამოც ლეპტოპი აღარ ირთვება. ასევე, თითოეული პრობლემისთვის გამოსავლის გზებს გაგაცნობთ. თუ თავად ვერ შეძლებთ პრობლემის იდენტიფიცირებას ან გამოსწორებას, ItCraft-ის გუნდი მზადაა დაგეხმაროთ, ჩვენ სწრაფ და პროფესიონალურ მომსახურებას გაგიწევთ, დიაგნოსიკასა და შეკეთებაში. 

 

პრობლემა N1 დამტენი ან კვების ბლოკი არ მუშაობს

 

როგორც უკვე ვთქვით, თუ ლეპტოპი არ ირთვება მიზეზები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, არის დაზიანებული ან გაუმართავი დამტენი. ბევრი მომხმარებელი ფიქრობს, რომ პრობლემა ლეპტოპშია, მაშინ როცა დამტენმა შეწყვიტა მუშაობა.

 

როგორ ამოვიცნოთ დამტენის პრობლემა?

 

  • დამტენი არ რეაგირებს დენის წყაროში შეერთებისას;
  • ლეპტოპის შუქი თავდაპირველად ინთება, შემდეგ კი ქრება ან ციმციმებს;
  • დამტენის კაბელი ძალიან ცხელია ან დაზიანების ნიშნები აქვს (გაცვეთილია). 

 

დამტენის შემოწმება ნაბიჯ-ნაბიჯ

 

  • დენის წყაროს შემოწმება: ჩართეთ სხვა მოწყობილობა იმავე დენის წყაროში (მაგალითად, ტელეფონის დამტენი ან ნათურა), რათა დარწმუნდეთ, რომ დენის წყარო მუშაობს.
  • დამტენის კაბელის ვიზუალური შემოწმება: ყურადღებით დაათვალიერეთ დამტენის კაბელი და “ქონექთორი”. თუ ხედავთ გახეულ, გაცვეთილ ან დაზიანებულ ნაწილებს, დამტენი სავარაუდოდ უნდა შეიცვალოს.
  • სხვა დამტენით ტესტირება: თუ შესაძლებელია, სცადეთ იმავე მოდელის სხვა დამტენით ჩართოთ ლეპტოპი. ეს ყველაზე სწრაფი გზაა იმის გასარკვევად, პრობლემა დამტენშია თუ ლეპტოპში.

 

გამოსავალი

 

  • დამტენის შეცვლა: თუ დამტენი დაზიანებულია, აუცილებლად შეიძინეთ ორიგინალი ან ხარისხიანი სანდო ანალოგი. არასწორი ძაბვის ან სიმძლავრის დამტენმა შეიძლება დააზიანოს ლეპტოპი.
  • USB-C დამტენების თავსებადობა: თანამედროვე ლეპტოპები ხშირად იყენებენ USB-C დამტენს. დარწმუნდით, რომ დამტენის სიმძლავრე (Watt) შეესაბამება თქვენი ლეპტოპის მოთხოვნებს.
  • როდის მივმართოთ ItCraft-ს:  თუ ლეპტოპი ორიგინალი დამტენით არ ირთვება და დარწმუნებული ხართ, რომ დამტენი მუშაობს, პრობლემა შეიძლება იყოს ლეპტოპის კვების პორტში ან შიდა კვების სქემაში. ამ შემთხვევაში აუცილებელია პროფესიონალური დიაგნოსტიკა.

 

პრობლემა N2  ბატარეის მწყობრიდან გამოსვლა ან გადახურება

ლეპტოპის ბატარეა არის მგრძნობიარე კომპონენტი, რომელიც დროთა განმავლობაში კარგავს თავის ტევადობას და შეიძლება სრულიად გაუმართავი გახდეს. თუ ლეპტოპი არ ინთება და ეკრანი შავია, პრობლემა შეიძლება იყოს ბატარეაში.

 

ბატარეის დაზიანების ტიპიური სიმპტომები:

  • ლეპტოპი მუშაობდა დამტენზე, მაგრამ ბატარეა არ ირთვება;
  • ბატარეის შუქი ციმციმებს ან საერთოდ არ ანთებს;
  • ლეპტოპი ერთ წამში ჩაირთო და გაითიშა;
  • ბატარეა ძალიან ცხელია.

 

ე.წ “Deep Discharge-ის” მდგომარეობა

 

როცა ლეპტოპი დიდი ხნის განმავლობაში იყო გამორთული , ბატარეა შეიძლება შევიდეს ღრმა განმუხტვის (deep discharge) მდგომარეობაში. ეს ნიშნავს, რომ ბატარეის დამცავი სქემა ბლოკავს ლეპტოპის ჩართვას, რათა თავიდან აიცილოს დაზიანება.

 

გამოსავალი

 

CMOS Reset და ბატარეის გადატვირთვა:

 

1. გამორთეთ ლეპტოპი და დამტენი;

2. თუ შესაძლებელია, ამოიღეთ ბატარეა (უმეტეს შემთხვევაში ბატარეა ლეპტოპის შიგნითაა)

3. დააჭირეთ ჩართვის ღილაკს 20-30 წამის განმავლობაში, რათა განიმუხტოს დარჩენილი ენერგია;

4. ხელახლა ჩადეთ ბატარეა და შეაერთეთ დამტენიც;

5. სცადეთ ლეპტოპის ჩართვა.

 

თუ ლეპტოპს აქვს გამოსაღები ბატარეა, ამოიღეთ იგი და სცადეთ ლეპტოპის ჩართვა მხოლოდ დამტენზე. თუ ლეპტოპი ჩაირთო, პრობლემა ბატარეაშია.

 

გაგრილების სისტემის გაწმენდა:

 

გადახურების თავიდან ასაცილებლად, რეგულარულად გაასუფთავეთ ლეპტოპის ვენტილაციის ხვრელები და ფანები. სერვის ცენტრში შესაძლებელია თერმული პასტის შეცვლა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გაგრილებას.

 

როდის არის აუცილებელი ბატარეის შეცვლა?

 

თუ ბატარეა საერთოდ არ იმუხტება, სწრაფად იცლება ან ლეპტოპი მხოლოდ დამტენზე მუშაობს, საჭიროა ბატარეის შეცვლა. 

 

ITCraft-თან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ ორიგინალური ბატარეა და პროფესიონალების დახმარებით დააინსტალიროთ. 

 

პრობლემა N3  RAM-ის ან შიდა კომპონენტების დაზიანება

 

ოპერატიული მეხსიერება (RAM) არის კრიტიკული კომპონენტი, რომელიც აუცილებელია ლეპტოპის ჩასართავად. თუ RAM არ მუშაობს ან არასწორად არის ჩასმული, ლეპტოპი ვერ გაუმკლავდება ოპერაციულ სისტემას და შეიძლება საერთოდ არ ჩაირთოს.

 

როგორ ამოვიცნოთ RAM-ის პრობლემა:

 

ლეპტოპი ჩაირთო (ფანები ტრიალებს) მაგრამ ეკრანი შავია;

გესმით რამდენიმე მოკლე ან გრძელი სიგნალი (ეს არის BIOS-ის შეცდომის კოდი);

ლეპტოპი ჩაირთო და მყისიერად გაითიშა;

Caps Lock ან Num Lock ღილაკები არ რეაგირებს. 

 

Loose RAM - ეს ხშირი შემთხვევაა

 

ლეპტოპის დავარდნის, ტრანსპორტირების ან მექანიკური რყევის შედეგად, RAM-ის მოდული შეიძლება ოდნავ ამოვარდეს თავისი ადგილიდან. ეს იწვევს კონტაქტის დაკარგვას და ლეპტოპი ვერ ამოიცნობს მეხსიერებას.

გამოსავალი

 

RAM-ის ხელახლა ჩასმა:

 

  • უსაფრთხოება: გამორთეთ ლეპტოპი, გამოაერთეთ დამტენი და ამოიღეთ ბატარეა (თუ შესაძლებელია)
  • წვდომა: გახსენით ლეპტოპის ქვედა პანელი (ზოგიერთ მოდელზე საკმარისია მცირე ხვრელის გახსნა)
  • RAM-ის ამოღება: ნაზად გადაიწიეთ RAM-ის ორივე მხარეს არსებული დამჭერი კლიპსები. მოდული ოდნავ ამოვარდება
  • გაწმენდა:  RAM და მისი საკონტაქტო არეალი გაწმინდეთ რბილი ქსოვილით (არ გამოიყენოთ სითხე)
  • ხელახლა ჩასმა: ჩადეთ RAM ისე, რომ კონტაქტები სრულად ჩაჯდეს სლოტში და დააჭირეთ, სანამ კლიპსები არ დაიხურება.
  • ტესტირება: დახურეთ პანელი, ჩართეთ დამტენი და სცადეთ ლეპტოპის ჩართვა

 

SSD-ის ან დედაპლატის პრობლემები

 

თუ RAM-ის ხელახლა ჩასმა არ დაგეხმარათ, პრობლემა შეიძლება იყოს:

 

  • დაზიანებულ SSD ან მყარ დისკში
  • დედაპლატას (motherboard) ელემენტების გაუმართაობაში
  • პროცესორის ან ჩიპსეტის პრობლემებში

 

 

დედაპლატას, პროცესორის ან ჩიპსეტის დიაგნოსტიკა მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და ინსტრუმენტებს. თუ თვითონ ვერ იპოვით პრობლემას, მიმართეთ ITCraft-ის ტექნიკურ სპეციალისტებს, რომლებიც დაგეხმარებიან სრულ დიაგნოსტიკაში და შემოგთავაზებენ სანდო გამოსავალს.

 

პრობლემა N4 ეკრანი არ მუშაობს, მაგრამ ლეპტოპი ჩართულია

 

ხშირად ლეპტოპი ჩართულია, მაგრამ ეკრანზე არაფერი ჩანს. ეს არის შემთხვევა, როდესაც პრობლემა არა კვების სისტემაში, არამედ ეკრანის მატრიცაში ან მის მიერთებაშია.

 

ეკრანის დაზიანების სიმპტომები:

 

  • ფანები ტრიალებს;
  • კლავიატურის ღილაკები (Caps Lock, Num Lock) რეაგირებს;
  • გესმით ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის ხმა, მაგრამ ეკრანი შავია;
  • ეკრანი ძალიან ბნელია ან ძალიან სუსტად ხედავთ გამოსახულების ფრაგმენტებს.

 

გარე მონიტორზე შემოწმება

 

ყველაზე სწრაფი გზა იმის გასარკვევად, პრობლემა ეკრანშია თუ მთელ სისტემაში, არის ლეპტოპის შეერთება გარე მონიტორთან.

 

როგორ გავაკეთოთ ეს:

 

1. ჩართეთ ლეპტოპი;

2. მიაერთეთ გარე მონიტორი HDMI ან DisplayPort კაბელით;

3. დააჭირეთ კლავიშთა კომბინაციას Windows + P (Windows ოპერაციულ სისტემაზე);

4. აირჩიეთ “Duplicate” ან “Second screen only”.

 

თუ გარე მონიტორზე გამოსახულება ჩნდება, პრობლემა ლეპტოპის ეკრანშია. თუ გარე მონიტორზეც არაფერი ჩანს, პრობლემა უფრო სერიოზულია, შესაძლოა დაზიანებული იყოს ვიდეოკარტა ან დედაპლა.

 

ეკრანის მატრიცის ან ფლექსის დაზიანება

 

ლეპტოპის ეკრანის მატრიცა ან მისი კაბელი (ფლექსი) შეიძლება დაზიანდეს მექანიკური ზემოქმედების, დახურვის დროს ზედმეტი ძალის გამოყენების ან ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად.

 

ფლექსის პრობლემის ნიშნებია:

 

ეკრანი ჩაირთო, თუ ლეპტოპს გარკვეულ კუთხეში დააჭერთ;

გამოსახულება ციმციმებს;

ეკრანზე ჰორიზონტალური ზოლები ჩანს.

 

თუ დარწმუნდით, რომ პრობლემა ეკრანშია, საჭიროა:

 

  • ეკრანის მატრიცის შეცვლა (თუ მატრიცა დაზიანებულია)
  • ფლექსის (signal cable) შეცვლა (თუ კაბელი გაცვეთილია ან დაზიანებულია)
  • ფონური განათების (backlight) მოდულის შეკეთება (თუ ეკრანი ინთება, მაგრამ ძალიან ბნელია)

 

ITCraft-ში შეგიძლიათ შეცვალოთ ლეპტოპის ეკრანი ორიგინალური ან ხარისხიანი ანალოგიური მატრიცით და მიიღოთ გარანტია შესრულებულ სამუშაოზე.

 

პრობლემა N5  სისტემური ხარვეზი ან BIOS-ის პრობლემა

 

ზოგჯერ სისტემური პრობლემების გამო, ლეპტოპი ვერ ირთვება ან ჩართვის შემდეგ ერთ წამში გადახურდება. 

 

ტიპიური სიმპტომები:

 

ლეპტოპი ჩაირთო, მაგრამ გაიყინა (მაგ: Dell/HP/Lenovo ლოგოზე);

ეკრანზე  ჩნდება წარწერა: No bootable device found ან Operating System Not Found;

BIOS-ში შესვლის შემდეგ არანაირი პარამეტრი არ იხსნება;

ლეპტოპი ავტომატურად რესტარტდება და ვერ ტვირთავს Windows-ს. 

 

BIOS Update-ის შეცდომა

 

BIOS (Basic Input/Output System) არის ფუნდამენტური პროგრამა, რომელიც აკონტროლებს ლეპტოპის “hardware” კომპონენტებს. თუ BIOS-ის განახლება შეწყდა ან არასწორად განხორციელდა, ლეპტოპმა შეიძლება საერთოდ შეწყვიტოს მუშაობა.

 

Windows Boot-ის დაზიანება

 

ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის ფაილები (boot files) შეიძლება დაზიანდეს:

 

Virus ან Malware თავდასხმის შედეგად

 არასწორი სისტემის გამორთვის (hard shutdown) გამო

დისკის სექტორების დაზიანების შედეგად

 

გამოსავალი : BIOS Reset:

 

1. გამორთეთ ლეპტოპი;

2. დააჭირეთ ჩართვის ღილაკს და მყისიერად დააწექით F2 ან Deleteღილაკს (ლეპტოპის მოდელის მიხედვით);

3. BIOS-ში შედით და იპოვეთ “Load Default Setting” ან “Restore Defaults”;

4. შეინახეთ ცვლილებები და გამოდით (Save & Exit)

 

Recovery Mode:

 

თუ სისტემა რამდენჯერმე ვერ ჩაიტვირთა Windows-ის თანამედროვე ვერსიები ავტომატურად შედიან Recovery Mode-ში. აქ შეგიძლიათ:

 

Startup Repair  ავტომატური აღდგენა

System Restore  სისტემის აღდგენა 

 

Command Prompt  boot-ის აღდგენა ხელით 

 

თუ ლეპტოპი საერთოდ ვერ ტვირთავს ოპერაციულ სისტემას, შეგიძლიათ შექმნათ Windows-ის Bootable USB სხვა კომპიუტერზე და:

 

1. ჩატვირთოთ ლეპტოპი USB-დან

2. აირჩიოთ Repair your computer

3. გამოიყენოთ Startup Repair ან System Image Recovery

 

ItCraft-ის რეკომენდაცია:

 

თუ სისტემური პრობლემები რთულია ან ეჭვობთ, რომ მყარი დისკი დაზიანებულია, საჭიროა პროფესიონალური დიაგნოსტიკა. 

 

ItCraft გთავაზობთ:

 

ლეპტოპის დიაგნოსტიკას

ოპერაციული სისტემის სრულ აღდგენას 

მონაცემების გადატანას (თუ დისკი დაზიანებულია)

SSD-ის შეცვლას და სისტემის მიგრაციას

 

როდის უნდა მივმართოთ პროფესიონალებს?  ITCraft-ის რჩევები

 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პრობლემა შეგიძლიათ თავად მოაგვაროთ, არსებობს სიტუაციები, როდესაც პროფესიონალური დახმარება აუცილებელია. არასწორმა ჩარევამ შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს ლეპტოპი და გაზარდოს ხარჯი.

 

როდის უნდა მიმართოთ ITCraft-ს:

 

1. ლეპტოპი არ რეაგირებს არც ერთ მარტივ ნაბიჯზე.

2. გრძნობთ დამწვრის სუნს ან ხედავთ დაზიანებას.

3. პრობლემა კომპონენტურია (დედაპლატა, SSD, ჩიპები).

 

ITCraft ლეპტოპის შეკეთების სერვისი

ITCraft ლეპტოპის შეკეთების სერვისი მოიცავს ლეპტოპის ეკრანის, კლავიატურის და სხვა კომპონენტების სწრაფ და ხარისხიან შეცვლას. ასევე გთავაზობთ ზუსტ დიაგნოსტირებას, ტექნიკურ შეკეთებას და სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას.

 

თუ შენი ლეპტოპი აღარ ირთვება, კიდევ უფრო ნუ დააზიანებ! მოგვმართე ItCraft-ში.

 

მისამართი: 19 პავლე ინგოროყვას ქუჩა, თბილისი

ტელეფონი: 032 218 18 09