fixed-img

აიტი აუთსორსინგის მთავარი უპირატესობები – როგორ ეხმარება თქვენს ბიზნესს დროისა და რესურსების დაზოგვაში

18.11.2025

თეგები:

  • #ტექნიკური სერვისი

აიტი აუთსორსინგი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული გადაწყვეტილებაა ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ, ტექნოლოგიურად განვითარდნენ მინიმალური ხარჯებით და მაღალი ეფექტიანობით. 

 

აუთსორსინგი საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და გამართული IT სერვისები ბიზნესისთვის, ამავე დროს, თავიდან ავირიდოთ ზედმეტი დანახარჯები და ვკონცენტრირდეთ ძირითად საქმიანობებზე. 

 

Statista-ს (IT Outsourcing Market Forecast 2025–2030) მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის IT აუთსორსინგის ბაზარი მიაღწევს 651 მილიარდ დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის – 850 მილიარდს. ზრდის მთავარი მიზეზი არის ის, რომ კომპანიებს დიდი რესურსი სჭირდებათ კვალიფიციური კადრების საპოვნელად, შემდეგ კი მათთან თანამშრომლობისთვის, რის გამოც, გადადიან გარე პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. 

 

რა არის აიტი აუთსორსინგი?

აიტი აუთსორსინგი გულისხმობს, რომ კომპანია ტექნიკურ, საკონსულტაციო, ინფრასტრუქტურულ ან უსაფრთხოების სერვისებს იღებს გარე პროვაიდერისგან. ამ ტიპის მომსახურება შეიძლება იყოს:

  • ტექნიკური მომსახურება;
  • სერვერებისა და ქსელის ადმინისტრირება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის განახლება;
  • კიბერუსაფრთხოება;
  • მონაცემთა მართვა;
  • ვებ რესურსების ადმინისტრირება.

 

აუთსორსინგი სამუშაოს ანდობს პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ამ სფეროშია სპეციალიზებული, ხოლო კომპანია დარჩენილი დროისა და რესურსის ხარჯზე, ინვესტირებას უკეთებს ბიზნესის ზრდასა და განვითარებას.

 

როგორ დაზოგავს IT აუთსორსინგი დროსა და რესურსებს?

ხარჯების შემცირება და ოპტიმიზაცია.

 

აუთსორსინგი კომპანიებს საშუალებას აძლევს, ხარჯები შეამცირონ 20-85%-მდე.

თქვენ აღარ გჭირდებათ

  • IT დეპარტამენტის შენახვა;
  • თანამშრომლების ტრენინგი;
  • ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა;
  • ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა.

 

გადადიხართ მარტივ მოდელზე – იხდით იმ სერვისისთვის, რომელიც გჭირდებათ. 

 

დროის დაზოგვა და უწყვეტი მუშაობა

აუთსორსინგის დროს 24/7-ზე მხარდაჭერას იღებთ. 

ეს ნიშნავს:

  • სისტემების დაზიანების შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას;
  • ასევე იმას, რომ თქვენი ბიზნესი პრაქტიკულად არ ჩერდება, რადგან სისტემის გათიშვის დრო მინიმუმამდეა დაყვანილი;
  • შეტყობინებებზე მყისიერ პასუხს. 

 

ექსპერტიზა

პროფესიონალები, რომლებიც IT პროვაიდერ კომპანიებში მუშაობენ, მუდმივად გადიან გადამზადებებს, იცნობენ უსაფრთხოების თანამედროვე პროტოკოლებს, აქვთ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

 

ეს ექსპერტიზა თქვენი გუნდის ნაწილი ხდება, ზედმეტი ხარჯის გარეშე.

 

სტრატეგიის გაძლიერება

სანდო IT პარტნიორი გეხმარება არა მხოლოდ პრობლემების გადაჭრაში, არამედ სტრატეგიულ განვითარებაში:

  • IT არქიტექტურის დაგეგმვაში;
  • ციფრული ტრანსფორმაციის რუკის შედგენაში;
  • ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციაში;
  • უსაფრთხოების გეგმის შექმნაში. 

 

მთავარი სარგებელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

აიტი აუთსორსინგი არის ზრდის ყველაზე ეკონომიური გზა.

  • არ გჭირდება პერსონალის გადამზადება;
  • ნაკლები ხარჯით მიიღებთ სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას;
  • იღებთ უსაფრთხოებას, მონიტროინგს, კონტროლს;
  • იზრდება პროდუქტიულობა და სტაბილურობა.

 

დღეს როდესაც ბიზნესის მცირე შეფერხებაც კი უდიდეს დანაკარგს ნიშნავს, აუთსორსინგი არის თქვენი საქმიანობის აუცილებელი კომპონენტი, მინიმალური დანახარჯებით.

 

როგორ შევარჩიოთ სანდო IT პარტნიორი

სწორი შერჩევა განსაზღვრავს, წარმატებულ თანამშრომლობას მიიღებთ თუ ახალ პრობლემას.

სანდო აიტი პარტნიორის ძირითადი კრიტერიუმებია:

 

გამოცდილება: წლები, მომხმარებლები, წარმატებული ქეისები

24/7-ზე IT მხარდაჭერა

უსაფრთხოების სტანდარტები: firewall-ები, backup-ები, კიბერუსაფრთხოება

სერვისების რაოდენობა: მხარდაჭერა, პროგრამები, ქსელი, მონიტორინგი

გამჭვირვალე ფასები: ფარული ხარჯების გარეშე

ბიზნესის ზრდასთან ადაპტირებადი სერვისი

 

ItCraft  სრულყოფილი IT აუთსორსინგის სერვისი თქვენს ბიზნესზე მორგებული

 

იმისთვის, რომ თქვენი ბიზნესი განვითარდეს ტექნოლოგიურად, იმუშაოთ შეუფერხებლად და დაზოგოთ ფინანსური რესურსები, ItCraft გთავაზობთ სრულ IT აუთსორსინგს, სწრაფი რეაგირებითა და 24/7 მხარდაჭერით.

 

ჩვენი სერვისები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 

  1. მომხმარებლებისა და მოწყობილობების მხარდაჭერა;
  • კომპიუტერები, ლეპტოპები, პრინტერები, სკანერები
  • პრობლემების სწრაფი დიაგნოსტიკა
  • პროგრამების ინსტალაცია და განახლება
  • მომხმარებლების ყოველდღიური ტექნიკური დახმარება

ამ სერვისის დახმარებით  თანამშრომლები მუშაობენ სწრაფად,  ზედმეტი შეფერხებების გარეშე.

  1. სერვერებისა და ქსელის ადმინისტრირება, მონიტორინგი და IT მხარდაჭერა

 

  • ქსელის გამართვა
  • სერვერების ოპტიმიზაცია
  • 24/7 მონიტორინგი შეფერხებების თავიდან ასარიდებლად

ამ სერვისის დახმარებით, თქვენი ინფრასტრუქტურა მუშაობს სტაბილურად, უსაფრთხოდ და უძლებს მაქსიმალურ დატვირთვას.

 

  1.  მონაცემთა ბაზებისა და ვებ რესურსების მხარდაჭერა

 

  • მონაცემთა უსაფრთხოება;
  • სიჩქარის ოპტიმიზაცია;
  • ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ამ სერვისის დახმარებით, თქვენი საიტი, CRM და მონაცემთა ბაზები არასოდეს ჩერდება.

  1.  საკონსულტაციო მომსახურება და ტექნოლოგიური სტრატეგია
  • სისტემების აუდიტი;
  • ტექნოლოგიური რუკის შექმნა;
  • ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია.

ამ სერვისის დახმარებით,  IT სისტემა მოერგება თქვენს ბიზნესს, და არა პირიქით.

  1.  პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება, გამართვა და განახლებები
  • ოპერაციული სისტემები
  • ანტივირუსები
  • ბიზნეს აპლიკაციები

ამ სერვისის დახმარებით, პროგრამები ყოველთვის განახლებულია და უსაფრთხო.

  1. უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა
  • Firewall-ები
  • ანტივირუსები
  • წვდომების მართვა
  • უსაფრთხოების მონიტორინგი

ამ სერვისის დახმარებით, თქვენი მონაცემები დაცულია კიბერ თავდასხმებისგან.

  1.  მორგებული IT გადაწყვეტილებების შემუშავება
  • ავტომატიზაციები
  • ინტეგრაციები
  • ინდივიდუალური IT სისტემები

ამ სერვისის დახმარებით, თქვენი ტექნოლოგიური გარემო ოპტიმიზებულია თქვენი ბიზნეს მოდელისთვის.

 

ანდეთ თქვენი IT ინფრასტრუქტურა ItCraft-ს, რათა დაზოგოთ დრო და რესურსები ბიზნესისთვის.

ჩვენ ვიზრუნებთ სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე და შეუფერხებელ მუშაობაზე, თქვენ კი, ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე.

 

მისამართი: 19 პავლე ინგოროყვას ქუჩა, თბილისი

ტელეფონი: 032 218 18 09