IT Support-ის კურსი

ტექნოლოგიების სფერო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. ციფრულ ეპოქაში შესვლასთან ერთად, ტექნოლოგიების სფეროში მუშაობა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად საქმიანობად იქცა. ამის მიუხედავად, საქართველოში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, რაც ხელის შემშლელი ფაქტორია მსოფლიო ტექნოლოგიურ სამყაროში სრულფასოვანი ადგილის დამკვიდრებისთვის.
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ტექნოლოგების სფეროთი და ეძებთ ახალ შესაძლებლობებს დაეუფლოთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად, პრესტიჟულ და მაღალანაზღაურებად პროფესიას მოკლე დროში, დარეგისტრირდით IT აკადემიის IT Support-ის კურსზე და გადადგით პირველი ნაბიჯები ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში.
ვინ ვართ ჩვენ და რას გთავაზობთ ?
IT-აკადემია დაარსდა IT- აუთსორსინგ კომპანიის „ITCraft”-ის მიერ. კომპანიას კომპიუტერული მომსახურების სფეროში საქმიანობის 12-13 წლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი დაგეხმარებათ სიღრმისეულად დაეუფლოთ მცირე დროში ახალ პროფესიას. კურსის სილაბუსი გაწერილია დარგის სპეციალისტების მიერ და მორგებულია თანამედროვე გამოწვევებს. IT-აკადემია გთავაზობთ ხარისხიან განათლებასა და ინტერაქციულ გაკვეთილებს. თეორიულ ცოდნასთან ერთად, IT- აკადემიის სწავლების მიდგომა გამოირჩევა პრაქტიკაზე ორიენტირებულობით. კურსის განმავლობაში, შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ IT კომპანიაში მუშაობის რეალურ გამოცდილებას და ისწავლიან თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენებას. აკადემია აღჭურვილია ტექნიკური ინვენტარით, რომლის საშუალებით აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ სრულფასოვნად გაიარონ კურსის პრაქტიკული ნაწილი.
ჩვენი მიზანი:
ITCraft-ის, როგორც IT-აუთსორსინგის კომპანიის მიზანია ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული ადამიანების მოძებნა, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდა და სამომავლო კარიერაში ხელის შეწყობა.
დეტალები:
IT- აკადემიაში IT Support-ის კურსის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს, კვირაში საშუალოდ 8 საათს. აქედან, კვირების ნაწილი დაეთმობა თეორიული ცოდნის გაზიარებას, დანარჩენი ნახევარი კი პრაქტიკულ სამუშაოებს. კურსის მიმდინარეობის 2 თვე განსაზღვრულია უშუალოდ IT Support-ის კურსისთვის, ხოლო 1 თვე კამერების და ქსელის (საბაზისო) კონფიგურაციის სწავლებისთვის.
კურსის ღირებულება 800 ლარს შეადგენს. გადასახადი გადანაწილდება 3 თვეზე და სურვილის შემთხვევაში იმოქმედებს TBC ბანკის უპროცენტო განვადება.
იმისათვის, რომ კურსზე ჩაირიცხოს აპლიკანტი, საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:
- რეგისტრაცია;
- გასაუბრება.
კურსის დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეებს, ფინალური გამოცდის საფუძველზე, გადაეცემათ სერტიფიკატები, წარმატებული სტუდენტები კი დასაქმდებიან, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში , ჩვენს კომპანიებში. ასევე გავუწევთ რეკომენდაციებს სხვადასხვა კომპანიებში. 3 თვიანი ინტენსიური კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ექნებათ ბევრად უფრო მყარი და სიღრმისეული ცოდნა, ვიდრე 4 წლის განმავლობაში უნივერსიტეტებში მიიღებდნენ.
უშუალოდ კურსის თემატიკა/შინაარსი:
- მიკროტიკის საბაზისო კურსის გავლა;
- ქსელის საფუძვლების ცოდნა;
- როუტერების კონფიგურაციის სწავლება;
- სისტემური ბლოკის (CASE), კვების ბლოკის (PSU), სისტემური პლატის (Motherboard) არქიტექტურა, ტიპები, ფორმფაქტორები; ჩიპსეტი;
- პროცესორი (CPU), მისი მახასიათებლები; პროცესორის პრაქტიკული განხილვა. ოპერატიული მეხსიერების (RAM) თეორიული და პრაქტიკული განხილვა;
- მყარი დისკის (HDD), CD/DVD/Flash მოწყობილობების თეორიული და პრაქტიკული განხილვა. ფაილური სისტემების (FAT, NTFS) მიმოხილვა; ინტერფეისი;
- ვიდეო ადაპტერის (Video card), მონიტორის ტიპები და მათი მახასიათებლები. ქსელის ადაპტერის, გამაგრილებელი სისტემების (COOLER) თეორიული და პრაქტიკული მიმოხილვა, გაფართოების სლოტების და პორტების განხილვა;
- პერსონალური კომპიუტერის დაშლა/აწყობა, მოწყობილობების შეცვლა, დამატება;
- კომპიუტერის მოწყობილობების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემის აღმოფხვრა;
- პორტატული მოწყობილობების (Laptop, Notebook) ძირითადი ნაწილების თეორიული და პრაქტიკული განხილვა, სპეციფიკური მახასიათებლების მიმოხილვა. დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრა;
- BIOS-ის თეორიული და პრაქტიკული განხილვა, პარამეტრების კონფიგურაცია;
- ვირტუალური მანქანის (Vmware Workstation, Virtualbox) ინსტალაცია და კონფიგურაცია;
- Windows XP/Vista-ს ინსტალაცია, მეორე ოპერაციული სისტემის დაყენება;
- Windows -ის ინსტალაცია;
- დრაივერების დაყენება/განახლება, Device Manager, პროგრამების ინსტალაცია/წაშლა, რეგიონალური და ენობრივი პარამეტრების მომართვა, ფონტების დაყენება, სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების (Printer, Scaner, Projector,…) დაყენება და პარამეტრების მომართვა;
- ახალი მომხმარებლის დამატება (User Accounts) და პარამეტრების მომართვა, საკონტროლო შეტყობინებები, Local Security Policy, Windows Live Family Safety;
- მყარი დისკის დაყოფა, დაფორმატება, განულება, არასასურველი ფაილების წაშლა (Disk Cleanup, CCleaner), დეფრაგმენტაცია, Check Disk, BAD-ბლოკების აღდგენა, Task Sheduler;
- წარმადობა და მონიტორინგი: Action Center, Performance Information and Tools, Event Viewer, Services, Task Manager, Resource Monitor, Reliability Monitor, Performance Monitor, Process Explorer, System Configuration, Performance Options, ReadyBoost;
- სისტემის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა: Windows Firewall, Windows Update, BitLocker Drive Encryption. ანტივირუსის ინსტალაცია/კონფიგურაცია: Microsoft Security Essentials, Windows Defender, Kaspersky, NOD32, Avira;
- Backup and Restore, Restore Point, System Restore, Windows Repair, დაკარგული და დაზიანებული ფაილების აღდგენა სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
- ოპერაციული სისტემის და ფაილების სარეზერვო ასლის შექმნა (Backup) Acronis True Image 2013-ის გამოყენებით, სარეზერვო ასლის აღდგენა (Recovery); მყარი დისკის კლონირება;
- ოპერაციული სისტემის გაუმართაობის მიზეზების მოძიება და აღმოფხვრა, გავრცელებული პრობლემების და მათი მოგვარების გზების განხილვა, Hiren’s Boot CD-ის განხილვა;
- ქსელის აგება და მონტაჟი; IP მისამართების მინიჭების ვარიანტები; პროტოკოლები, მათი გამოყენება და დანიშნულება; ახალი შეერთების შექმნა (კაბელური და უკაბელო);
- ქსელური ტოპოლოგიები და მისი არქიტექტურა, ქსელური მოწყობილობების დახასიათება და მათი მუშაობის პრინციპების აღწერა, სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება;
- მცირე საოფისე ქსელის მოწყობა: საშინაო ჯგუფის (Homegroup), სამუშაო ჯგუფის (Workgroup) შექმნა და ადმინისტრირება, კომპიუტერის გაწევრიანება ქსელში (Domain);
- რესურსების გაზიარება – Sharing, რესურსებზე წვდომის უფლებების განსაზღვრა (Security), ქსელური პრინტერის ინსტალაცია და მისი პარამეტრების მომართვა
- დაშორებული კომპიუტერის კონფიგურირება და მართვა (Remote Desktop Connection, Remote Assistance, Team Viewer);
- სამეთვალყურეო კამერების საფუძვლები და კონფიგურაცია.
კურსის გავლის შემდეგ გეცოდინებათ/ შეგეძლებათ:
- დამოუკიდებლად კომპიუტერული პრობლემების გადაჭრა: აწყობა, დიაგნოსტიკა, მონაცემების გაძლიერება, შეკეთება;
- კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირება და ოპტიმიზაცია;
- ოპერაციული სისტემების დაინსტალირება, ოპერაციული სისტემების ოპტიმიზაცია, ადმინისტრირება, უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება, სარეზერვო ასლის შექმნა/ აღდგენა;
- ლოკალურ ქსელში გამოყენებული აპარატურის მონტაჟი, ლოკალური ქსელის შექმნა, ქსელური მოწყობილობების გამოყენება, მცირე და საშუალო ზომის ქსელის ადმინისტრირება.
უკვე მოქმედი აიტებისთვის IT-აკადემია გთავაზობთ ქსელური და სერვერული მიმართულების კურსებს, უზრუნველყოფს სწავლა-გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიონალების აღზრდას.