IT აუთსორსინგი ბიზნესისთვის

IT აუთსორსინგი ბიზნესისთვის

თანამედროვე ბიზნესის კეთება IT ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია, სწორედ ამიტომ IT აუთსორსინგი საკმაოდ მოთხოვნადია ნებისმიერი ტიპის ბიზნესის მხრიდან.

აიტი აუთსორსინგი გულისხმობს IT საკითხების დელეგირებას მომსახურე კომპანიაზე, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას.

IT მომსახურების აუთსორსინგს სულ უფრო მეტი კომპანია იყენებს, რადგან იგი საშუალებას იძლევა მიიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, გონივრულ ფასებში.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ძირითად უპირატესობებზე, რაც აიტი აუთსორსინგს გააჩნია, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე განვსაზღვრავთ იმ მომსახურებას, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენ მომხმარებელს.

რა უპირატესობა გააჩნია IT აუთსორსინგს?

ფინანსური და დროის რესურსების ეკონომია

თქვენ ორი ალტერნატივა გაქვთ:  IT სპეციალისტის დაქირავება ან IT მომსახურების მიღება აუთსორსინგის სახით.

კადრის აყვანა საკმაოდ ძვირი ჯდება, რადგან IT სპეციალისტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალობაა საქართველოში.

მეორე მხრივ, აუთსორსინგის მიღებისას, თქვენ გემსახურებათ არა ერთი კადრი, არამედ მთლიანად კომპანია, თავისი გუნდით, ხოლო თვიური მომსახურების ღირებულება 1 პროფესიონალი კადრის აყვანასთან შედარებით გაცილებით უფრო იაფი ჯდება, რაც ფინანსების გარდა დროის ეკონომიის საშუალებასაც იძლევა.

გამოცდილება და პროფესიონალიზმი

კომპანია აიტიკრაფტს გააჩნია შესაბამისი გამოცდილება, პროფესიონალიზი და სისწრაფე, რაც ასე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის განსახორციელებლად.

თქვენი კომპანიის IT მომსახურება პროფესიონალთა გუნდის ხელში იქნება, რომლებიც შეისწავლიან თქვენ საჭიროებებს და მაქსიმალურად ეფექტურად განახორციელებენ მომსახურებას.

დასაქმებული კადრის შემთხვევაში, თქვენ მუდავ დაგჭირდებათ მის განვითარებაზე ზრუნვა, მარკეტინგული სტრატეგიის შეთანხმება და მისი საქმიანობის კონტროლი.

გარდა ამისა, ერთი ადამიანი რამდენიმე ადამიანის საქმეს იმავე შემართებით და სისწრაფით ვერ განახორციელებს.

ზედმეტი ხარჯებისგან გათავისუფლება

ჩვენი სერვისი ხორციელდება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ბევრად უფრო მოქნილია ვიდრე ნებისმიერი შრომის ხელშეკრულება. აღნიშნული საშუალებას მოგცემთ  გათავისუფლდეთ ზედმეტი ხარჯებისგან, როგორიცაა:

  • საპენსიო შენატანები;
  • საშემოსავლო გადასახადი, მივლინების და შვებულების ხარჯები;
  • თანამშრომლისთვის საჭირო ტექნიკა;
  • დაზღვევა, ტელეფონი და სხვა წვრილმანი ხარჯები.

გარდა ამისა, თქვენ თავიდან აირიდებთ ნებისმიერ პრობლემულ საკითხს, რაც შრომის ხელშეკრულებას ახლავს თან, მათ შორის შრომის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწვყეტისთვის პასუხისმგებლობას.

ერთი ფანჯრის პრინციპი

აიტი მომსახურების გარდა ჩვენ შეგვიძლია უზრუნველყოთ სხვა დაკავშირებული საქმიანობის აუთსორსინგი, კერძოდ ისეთი მომსახურებები როგორიცაა საიტების დამზადება და ციფრული მარკეტინგი.

აღნიშნული საშუალებას მოგცემთ ერთი ფანჯრის პრინციპის შესაბამისად, მიიღოთ ყველა მომსახურება ერთი კომპანიისგან.

რას გთავზობთ ჩვენ?

კომპანია აიტიკრაფტი გთავაზობთ IT მომსახურების სრულ პაკეტს, რაც მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

  • ოპერაციული სისტემის ინსტალაცია;
  • ყველა საჭირო პროგრამის დაყენება;
  • ვირუსებისგან გაწმენდა და ოპტიმიზაცია;
  • პროგრამული გაუმართაობის აღმოფხვრა;
  • კომპიუტერული დიაგნოსტიკა;
  • კომპიუტერის წმენდა მტვრისგან;
  • ქულერების დაზეთვა და თერმო პასტის შეცვლა;
  • ელექტრონული ფოსტის კონფიგურაცია (Outlook);
  • უკაბელო ინტერნეტ მოწყობილობის კონფიგურაცია (WiFi);
  • შიდა ქსელის გამართვა და პრობლემების მოგვარება;
  • პერიფერიული მოწყობილობების მიერთება (პრინტერი, სკანერი);
  • ინტერნეტთან წვდომის კონტროლი და მართვა;
  • სიახლებიის დანერგვა და მონიტორინგი;

მომსახურება ასევე მოიცავს:

  • თვეში 2  გეგმიური ვიზიტი:
  • ტექნიკური და პროგრამული სრული შემოწმება
  • შეუზღუდავი გამოძახებების რაოდენობა პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში
  • შეუზღუდავი სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა

აიტიკრაფტი – თქვენი ბიზნესის IT პარტნიორი!