IT აუთსორსინგის 5 უპირატესობა

IT აუთსორსინგის 5 უპირატესობა

აიტი ოპერაციების ზრდასთან ერთად იზრდება აიტი სტაფის დატვირთულობა, ამიტომ ბევრი კომპანია გადადის აუთსორსინგის მოდელზე. ტექნიკურ ინოვაციებზე მოთხოვნის ზრდა თავისთავად ზრდის მოთხოვნას ფართო უნარების მქონე პროფესიონალებზე. თანამშრომლების აყვანის სანაცვლოდ, აიტი გუნდის აუთსორს დაქირავება კომპანიას წვდომას აძლევს თითქმის ყველა ტიპის აიტი მომსახურებაზე: ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, საფრთხის მონიტორინგი და კრიზისის გადაჭრა. ორგანიზაციების ნაწილის აიტი დეპარტამენტი მთლიანად აუთსორზეა, ნაწილი კი თავიანთი მოთხოვნილებისა და რესურსების შესაბამისად ირჩევს აუთსორსის მიმართულებას. ორივე შემთხვევაში იკვეთება აიტი აუთსორსინგის უპირატესობები:

 

პროფესიონალიზმი 

შესაძლოა კომპანიაში მომუშავე გუნდს გაეგებოდეს დამსაქმებლის ბიზნესის სპეციფიკა, თუმცა აიტის აუთსორს გუნდმა კარგად იცის აიტი ბიზნესი. მისი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური საკითხებით – გუნდი კარგად იცნობს ტექნოლოგიური ბაზარის ფუნქციონირებას, თვალს ადევნებს ინოვაციებს და ნერგავს კლიენტებთან. ამით ხდის მათ ბევრად თანამედროვეს და კონკურენტუნარიანს. 

 

ფინანსურად ხელსაყრელი

ერთი შეხედვით შესაძლოა გეგონოთ, რომ თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი ჯდება – ეს იქამდე, სანამ გაითვალისწინებთ კომპიუტერული ინვენტარის, პროგრამული უზრონველყოფის, მათი ლიცენზიის, საბსქრიფშენებისა თუ ინვენტარის შეკეთების ხარჯებს. ეს ყველაფერი აიტი აუთსორსინგის მომსახურებაში კი თავისთავად იგულისხმება. 

ისიც გაითვალისწინეთ, რომ კომპანიის მიერ აყვანილი თანამშრომლებისგან განსხვავებით, აუთსორს გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და არ გადის შვებულებებში.

 

უკეთესი შედეგები

აუთსორსინგი იძლევა რამდენიმე პროექტის მოკლე დროში შესრულების საშუალებას. პროექტები სპეციალიზაციის შესაბამისად ნაწილდება გუნდში. ასე პროექტის ყველა ფაზაზე მუშაობს შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტი. რამდენიმე პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს პარალელურ რეჯიმში, რაც გამორიცხავს მის დროში გაწელვას, ან დედლაინის დარღვევას.

 

უსაფრთხოება

კომპანიის შიდა გუნდი თუ აიტი უსაფრთხოებაში არ სპეციალიზდება, ადრე თუ გვიან შესაძლოა საფრთხე შეექმნას თქვენი კომპანიის მონაცემთა ბაზას. აუთსორს გუნდის მომსახურებაში კი ყოველთვის იგულისხმება მონაცემთა დაცვა. მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ გუნდი ყოველთვის ეცნობა ინოვაციებს უსაფრთხოების მიმართულებით და ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი ხერხებით იცავს თქვენ მონაცემებს ციფრული საფრთხეებისგან.

 

რესურსის ოპტიმიზაცია

კომპანიის ყურადღება სრულად კონცენტრირდება მის მთავარ მიზნებსა და საქმიანობაზე. ერთჯერადი საქმიანობის აუთსორსი იქნება ეს თუ მთელი დეპარტამენტის, ორივე გულისხმობს დროისა და ხარჯების შემცირებას სტაფის გადამზადებაზე.

 



Leave a Reply