
ფეისბუქის დამფუძნებლის სკანდალური განცხადება
იმის შემდეგ, რაც მარკ ზაკერბერგს ჟურნალისტებთან უამრავ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა, გადაწყვიტა მომავალში თავად დასვას კითხვები და ამავდროულად, პასუხიც გასცეს. ფეისბუქის დამფუძნებელი ამ წელს ტექნოლოგიებთან დაკავშირებით საჯარო დიალოგს გამართავს. კერძოდ, რა გამოწვევების წინაშე დგას და რა მომავალი ელის. ინფორმაცია მისი ფეისბუქ-პოსტის საშუალებით გავრცელდა. მიმართავს/მოუწოდებს ყველას, ვინც აღნიშნულ სფეროში საქმიანობს და მათაც, ვინც უბრალოდ დაინტერესებულია ტექნოლოგიებით.
ასევე ადამიანებს უამრავი შეკითხვა უჩნდებათ სამყაროსთან და მასში ტექნოლოგიის ადგილთან დაკავშირებით. სასურველია, რომ ტექნოლოგია ხალხს საკუთარი ხმის ამაღლების შესაძლებლობას აძლევდეს, თუ ტრადიციული მეთოდებით ხელმძღვანელობა გვირჩევნია? განაცხადა ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა.
დიალოგის მოსმენა და ყურება ინტერნეტ ქსელების მომხმარებლებს ინსტაგრამსა და ფეისბუქზეც შეეძლებათ.
როგორც ვარაუდობენ, მსოფლიოს წამყვანი მედიის სპეციალისტები, მარკ ზაკერბერგი დიდ როლს ითამაშებს სოციალური ქსელის სამყაროშეი.