ფანჯარა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში – ვირტუალური მოგზაურობა პანდემიის ფონზე

ფანჯარა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში – ვირტუალური მოგზაურობა პანდემიის ფონზე

ვიდრე საზღვრები დაკეტილი რჩება, ჩნდება მოგზაურობის ახალი საშუალებები. სინგაპურში გამომგონებლებმაWindowSwap-ის სერვისი ჩაუშვეს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დატკბნენ ხედით სხვა ადამიანის ფანჯრიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

სანამ სონალი რაჯიტი და ვაიშნავ ბალასუბრამანია კარანტინში იმყოფებოდნენ, მათ მეგობრებს შესთავაზეს, საკუთარი ფანჯრებიდან ხედი სხვებისთვის გაეზიარებინათ. შედეგად მათ გააფართოვეს ეს იდეა და მომხმარებლებს სთხოვეს, გამოეგზავნათ 10-წუთიანი ვიდეო ვებგვერდზე ასატვირთად. საბოლოოდ, რაჯიტიმ და ბალასუბრამანიამ ათობით ქვეყნიდან ასობით ვიდეო მიიღეს.

„ვფიქრობ, ეს გადაადგილების გარეშე მოგზაურობაა.“ – ამბობს რაჯიტი.

„ფანჯრების გაცვლა“ სერვისის ვებგვერდზე ახლაც შესაძლებელია. აღწერაში მითითებულია მოხმარების ინსტრუქცია და ვალდებულებები.

 

დაკავშირებული სტატია

 



Leave a Reply