როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა კომპიუტერთან და სმარტფონთან ხანგრძლივი ურთიერთობისას

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა კომპიუტერთან და სმარტფონთან ხანგრძლივი ურთიერთობისას

 

ევოლუციას არ მოუმზადებია ჩვენი ორგანიზმი XXI საუკუნის ტექნოლოგიებისთვის. ადამიანებმა ვერ მოვასწარით ინფორმაციული ეპოქის სპეციფიკურობასთან ადაპტირება, ამიტომ სმარტფონებისა და კომპიუტერების ეკრანებთან ხანგრძლივი დროის გატარება ჩვენთვის ჯერ კიდევ რთულია. მთავარი კითხვა ასე ჟღერს: როგორ შევამციროთ უარყოფითი ზეგავლენა და თანაც, არ შევზღუდოთ ტექნიკის მოხმარება?

ადამიანის თვალი არ არის მზად მონიტორთან ხანგრძლივი მუშაობისთვის. ეკრანზე მზერის მუდმივი ფიქსაცია და დახამხამების შემცირება თვალის ზედაპირის სიმშრალეს იწვევს. ეს გამოსახულების არაზუსტ აღქმასა და ფოკუსის არევაში ვლინდება.

პრობლემების თავიდან აცილება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, თუკი რამდენიმე რეკომენდაციას დავიცავთ:

  1. საჭიროა სწორი განათება: მონიტორმა შუქი არ უნდა აირეკლოს. ბუნებრივი შუქის მიღება გვერდიდან უკეთესია. უნდა მოვერიდოთ სიბნელეში მუშაობას.
  2. ხშირად ახამხამეთ თვალები. 15-20 წუთის შუალედით, მოარიდეთ მზერა ეკრანს და გადაიტანეთ სხვა ობიექტზე. ერთსაათიანი აქტიური მუშაობის შემდეგ სასურველია 15-წუთიანი შესვენება.
  3. მანძილი ეკრანსა და თვალებს შორის 70 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
  4. არასწორი ჯდომა სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს, რაც შემდეგ ჯანმრთელობაზე მოქმედებს – მიაქციეთ ყურადღება ჯდომის მანერას და გაითვალისწინეთ, ხერხემლის მოხრამ კისრის ტკივილიც იცის.
  5. შესვენებების დროს სასურველია ვარჯიშების გაკეთება ან გასეირნება.

ზემოხსენებული რჩევები პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობისას გამოიყენება, მაგრამ სმარტფონებთან ცოტა სხვა მიდგომაა საჭირო. გაჯეტებთან, საშუალოდ, დღეში 2,5 საათს ვატარებთ, მაგრამ ეს სრულიად საკმარისია ცუდი შედეგების პროვოცირებისთვის:

  1. ნუ წაიკითხავთ სმარტფონებში, თუკი თავის დახრა ღებინების შეგრძნებას იწვევს.
  2. სმარტფონი არ წარმოდგენს შესვენებას კომპიუტერისგან.
  3. ნუ მოიხმართ სმარტფონს ძილის წინ.

 

დაკავშირებული სტატია



Leave a Reply