როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერბულინგისგან

როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერბულინგისგან

 

ყველა მშობელი არ უფრთხილდება საკუთარი შვილის ფოტოების გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში. 3 წლამდე ბავშვის ფოტოების გამოქვეყნებისას უმეტესობა მათ სახეს არ უფარავს, მეტიც, ფოტოებს ყველასათვის ხელმისაწვდომ, ღია ანგარიშებზე ათავსებს.

ერთი მხრივ, არაფერია ცუდი იმაში, რომ გსურთ, მთელ მსოფლიოს აჩვენოთ საკუთარი შვილი, მაგრამ ბავშვისთვის ეს, გარკვეულწილად, არასასიამოვნო და სახიფათოც კი შეიძლება იყოს. როდესაც თქვენი შვილი წამოიზრდება, საჯაროდ ხელმისაწვდომი მისი ბავშვობის ფოტოები ხშირად ხდება ბულინგის საბაბი თანატოლების მხრიდან.

გარდა ფოტოებისა, ღია ანგარიშებზე გამოქვეყნებისას სახიფათოა გეოლოკაციის მითითებაც. ბოროტმოქმედებმა შესაძლოა, ისარგებლონ სოციალურ ქსელში მითითებული ინფორმაციით და ამით სერიოზული საფრთხე შეექმნას თქვენს შვილებს.

დღესდღეობით, სოციალური ქსელი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორედ ის წარმოადგენს ინფორმაციის მასობრივი გავრცელების ძირითად წყაროს, რომელსაც ხშირად იყენებენ ვინმეს დასახმარებლად, თანხის ასაგროვებლად, ხმის მისაცემად და ა.შ. შესაძლოა, ზუსტად ასეთი მიზნებისთვის გამოიყენონ თქვენი შვილის ფოტო და ამით დაზარალდეს არა მხოლოდ ის, არამედ კიდევ ათასობით ადამიანი, რომელიც სხვის დასახმარებლად თანხას რიცხავს.

 

დაკავშირებული სტატია



Leave a Reply