პერსონალური კომპიუტერის ოპტიმიზაცია – 5 მარტივი ხერხი

პერსონალური კომპიუტერის ოპტიმიზაცია – 5 მარტივი ხერხი

დროთა განმავლობაში ყველაზე სწრაფი კომპიუტერებიც კი შეფერხებით იწყებენ მუშაობას. ამასთან არც შეგუება ღირს და არც მაშინვე მაღაზიაში გაქცევაა საჭირო ახალი მოწყობილობის საყიდლად.

წარმოგიდგენთ 5 უმარტივეს ხერხს, თუ როგორ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე საკუთარ პერსონალურ კომპიუტერს. სინამდვილეში, კომპიუტერის ოპტიმიზაციის საკითხი ამოუწურავია. ჩვენ მხოლოდ ძირითად ხერხებს გთავაზობთ.

  1. წაშალეთ ზედმეტი პროგრამები

როგორც წესი, ახალ კომპიუტერს თან ახლავს უამრავი წინასწარ ჩატვირთული პროგრამა, რომელიც პრაქტიკაში სულაც არ გჭირდებათ. ხშირად, ბევრი მომხმარებელი ვერც კი ხვდება, თუ რა პროგრამებია ჩატვირთული მის კომპიუტერში, ვინაიდან ისინი თვითნებურად, კომპიუტერის ჩართვისთანავე იტვირთება და შეუმჩნევლად ფუნქციონირებენ, ხოლო სარგებელი მათგან არ არის.

ყველა არასაჭირო პროგრამის წასაშლელად უნდა შეხვიდეთ “სტარტ” მენიუში – მართვის პანელში – პროგრამებში – პროგრამების წაშლაში. ამ სიაში ყველა საჭირო თუ უსარგებლო პროგრამას ნახავთ. მაგრამ, აქ სიფრთხილე და დაკვირვებულობა უნდა გამოიჩინოთ, რათა შემთხვევით საჭირო პროგრამები არ წაშალოთ, რომლებიც კომპიუტერის გამართულ მუშაობაზე პასუხს აგებენ.

  1. ავტომატური ჩატვირთვების სიის გათავისუფლება

ბევრი პროგრამა ავტომატურად ირთვება კომპიუტერის გაშვებისთანავე, ამიტომ ის დიდხანს უნდება ჩატვირთვას. გარდა ამისა, ეს პროგრამები ზედმეტ ოპერატიულ მეხსიერებას იყენებენ და არცთუ ისე ხშირად გჭირდებათ.

იმისთვის, რომ გამორთოთ ავტომატურად ჩართვადი პროგრამები, უნდა შეხვიდეთ “სტარტ” მენიუში, შეიყვანოთ msconfig ბრძანება. გახსნილ ფანჯარაში დაინახავთ “ავტოჩატვირთვებს”, სადაც შესაბამისი პროგრამები იქნება მონიშნული. მოხსენით მონიშვნა ყველა არასაჭირო პროგრამას.

  1. დროებითი ფაილების წაშლამუშაობის პროცესში მყარ დისკზე ყოველდღიურად უამრავი დროებითი ფაილი იქმნება, რომლებიც შეუმჩნევლად მუდმივები ხდებიან. ისინიც ასევე აფერხებენ კომპიუტერისმუშაობის სისწრაფეს.

ამისთვის გახსენით “ჩემი კომპიუტერი”, ოპერაციული სისტემის განყოფილება (ძირითადად ც დისკი), ვინდოუსის ფაილი, შემდეგ Temp ფაილი, ხოლო შემდეგ წაშალეთ ფაილები და გაათავისუფლეთ სანაგვე ყუთი.

  1. დააყენეთ SSD

ოპერაციული სისტემის სწრაფ ჩატვირთვაში SSD შემნახველი დაგეხმარებათ.

  1. დააყენეთHDD

თუკი ბიუჯეტი საშუალებას არ გაძლევთ დააყენოთ SSD შემნახველი, მაშინ არ უნდა თქვათ უარი კიდევ უფრო ტრადიციულ კომპლექტაციაზე. დამატებითი HDD-ს დაყენება საშუალებას მოგცემთ დამატებით გაზარდოთ პერსონალური კომპიუტერის რესურსი.

 

ITcraft – თქვენი აიტი პარტნიორი! იმუშავეთ შეფერხების გარეშე

❓ კითხვების შემთხვევაში

📱 +(995) 322 18 18 09;   599 63 66 00

 

დაკავშირებული სტატია

დაკავშირებული სტატია



კომენტარის დატოვება