ნივთები, რომლებიც WiFi-ის მუშაობას ხელს უშლის

ნივთები, რომლებიც WiFi-ის მუშაობას ხელს უშლის

ალბათ, ყველა ჩვენგანი ერთხელ მაინც გაღიზიანებულა WiFi-ის სუსტი სიგნალის გამო. ზოგჯერ პრობლემა როუტერში ან ინტერნეტის მომწოდებელ კომპანიაშია, თუმცა, უმეტესად WiFi-ის ცუდი კავშირი სახლში განთავსებული ნივთების გამოა, რომლებიც კომპიუტერთან ან როუტერთან ახლოსაა განთავსებული.

  1. მეტალის ზედაპირი და ავეჯი

მეტალი გამტარი ნივთიერებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრობას შთანთქავს. WiFi ელექტრომაგნიტურ ტალღებს უშვებს, თქვენს სახლში ნებისმიერი მეტალის ზედაპირი ან ავეჯი კი ხელს შეუშლის მის გავრცელებას. თუ გინდათ, რომ როუტერმა კარგად იმუშაოს, მოათავსეთ ის მეტალისგან შორს.

  1. სარკეები

მასალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ანარეკლი დავინახოთ, WiFi-ის როუტერის სიგნალსაც ირეკლავს. სარკე ფარივით მუშაობს და როცა როუტერთან ახლოსაა, ინტერნეტის სიგნალს ნელსა და არასტაბილურს ხდის.

  1. მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღური ღუმელი კიდევ ერთი მოწყობილობაა, რომელსაც WiFi-ის მსგავსი სიხშირის სპექტრი აქვს. კარგი იქნება, თუ როუტერს მიკროტალღური ღუმელის მაღლა მოათავსებთ, ასე ღუმლის ნეგატიურ ეფექტს შეამცირებთ WiFi კავშირზე.

  1. ბავშვის სამონიტორო მოწყობილობა

ეს მოწყობილობა იმდენივე ენერგიას ითხოვს, რამდენსაც WiFi. ეცადეთ, როუტერი მისგან შორს მოათავსოთ.

 

IT craft-ი უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას!!!

 

დაკავშირებული სტატია

დაკავშირებული სტატია



Leave a Reply