თუ უცნობ ზარს უპასუხეთ, შესაძლოა, მსხვერპლი გახდით- WhatApp-ში ჰაკერებმა სადაზვერვო პროგრამა დააინსტალირეს

თუ უცნობ ზარს უპასუხეთ, შესაძლოა, მსხვერპლი გახდით- WhatApp-ში ჰაკერებმა სადაზვერვო პროგრამა დააინსტალირეს

ჰა­კე­რებ­მა WhatsApp-ის აპ­ლი­კა­ცი­ებ­ზე მო­ბი­ლურ­სა და სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში დის­ტან­ცი­უ­რად სა­დაზ­ვერ­ვო პროგ­რა­მის და­ინ­სტა­ლი­რე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია „ბი­ბი­სის“ ცნო­ბით, WhatsApp-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს.

WhatsApp-ში, რო­მე­ლიც „ფე­ის­ბუქს“ ეკუთ­ვნის, გა­ნა­ცხა­დეს, რომ თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნეს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ.

WhatsApp-ი პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით, და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 მი­ლი­არდ მომ­ხმა­რე­ბელს მო­უ­წო­დებს, ხე­ლახ­ლა გად­მო­წე­რონ მათი აპ­ლი­კა­ცია.

შე­გახ­სე­ნებთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­ბერ­თავ­დას­ხმა თავ­და­პირ­ვე­ლად თვის და­სა­წყის­ში გა­მო­ავ­ლი­ნეს. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი იყე­ნებ­დნენ ხმო­ვან ზარს. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ზარს მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ უპა­სუ­ხებ­და, პროგ­რა­მა ავ­ტო­მა­ტუ­რად ინ­სტა­ლირ­დე­ბო­და. მსგავ­სი ზა­რე­ბის ნა­კა­დის გა­მოვ­ლე­ნა WhatsApp-ის უსაფრ­თხო­ე­ბის გუნ­დმა შეძ­ლო. „ბი­ბი­სის“ ცნო­ბით, თავ­დას­ხმა ის­რა­ელ­ში შექ­მნილ­მა კომ­პა­ნი­ამ NSO Group -მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის ადრე არა­ერ­თხელ უწო­დე­ბი­ათ „კი­ბერ ია­რა­ღის დი­ლე­რი“.



Leave a Reply