უპირატესობები

ყველამ ვიცით თუ როგორი სწრაფი ტემპით ვითარდება კომპიუტერული ტექნოლოგიები, მისი მომსახურება და ეფექტური გამოყენება მოითხოვს IT პერსონალის რაოდენობის ზრდას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, ამიტომ, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ზოგიერთი მსხვილი კომპანიისთვის უფრო მომგებიანია IT აუთსორსინგი, ანუ გარე კომპანიის მომსახურება. ამ გზას უკვე მრავალი ორგანიზაცია მიმართავს და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება. IT აუთსორსინგი გულისხმობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის და განვითარების გადაცემას მომსახურე კომპანიაზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით და ვადებით.

  • საერთო ჯამში, IT აუთსორსინგი მნიშვნელოვნად ამცირებს კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების ხარჯებს და ორგანიზაციის IT სისტემას ქმნის უფრო ეფექტურს და საიმედოს
  • განახევრებული საკადრო ხარჯი: IT თანამშრომლის ხელფასი, საშემოსავლო გადასახადი, მივლინების და შვებულების ხარჯები, სამუშაო ადგილის მოწყობა თანამშრომლისთვის (ოთახი, სამუშაო მაგიდა და კომპიუტერული ტექნიკა), კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაწეული ხარჯები, დაზღვევა, სატელეფონო ხარჯები
  • დროის ეკონომია: არ მოგიწევთ დროის ხარჯვა IT განყოფილების მართვაზე და მეტ დროს დაუთმობთ თქვენი ბიზნესის ძირითად მიმართულებებს.
  • გააჩნია უფრო მეტი ძლიერი რესურსები (მატერიალური და არამეტერიალური) IT ამოცანების გადასაწყვეტად.