ტექნოლოგიები არნახული სისწრაფით ვითარდება. ის, რაც რამდენიმე ათწლეულის წინ  წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

რა თქმა უნდა, იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რა ტექნოლოგიური ცვლილებები გველის წინ წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მაინც გვთავაზობენ ვარაუდებს, იმის შესახებ, თუ რა  სიახლეები გველის 2050 წლისთვის!

ინტერნეტი იქნება სრულიად უფასო!

ჩვენს დროში ცხოვრება ინტერნეტის გარეშე ნამდვილად რთულია. ინტერნეტი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იარაღია, ამიტომ სავარაუდოა რომ მომავალში ის უფასო იქნება.

დღესდღეისობით, „The Economic Times“-ის ცნობით ინტერნეტზე შეუზღუდავი წვდომა მსოფლიოს მოსახლეობის 46.8 პროცენტს აქვს.

მანქანები მძღოლის გარეშე!

ავტოპილოტ მანქანებს უამრავ ფანტასტიკური ჟანრის ფილმში ვხვდებით, თუმცა რეალობაში მათი გადმოტანა ჯერ არ მომხდარა.

სავარაუდოა, რომ 2050 წლისთვის პროექტი რეალურ სახეს მიიღებს და ავტოპილოტი მანქანის მართვას მძროლის გაერეშე შეძლებს!

თქვენი მოვალეობა მხოლოდ დანიშნულების ადგილის მითითება იქნება.

იმპლანტი მოწყობილობები.

იმპლანტ მოწყობილობებზე დისკუსია დიდი ხანია მიმდინარეობს. როგორც მფრინავ მანქანებსა და რობოტებს,  ფილმებში ამგვარ მოწყობილობებსაც ძალიან ხშირად ვხვდებით. 😀

ალბათ, გახსოვთ ერთ-ერთი სცენა ფილმიდან „ბოროტების სავანე“.  წარმოდგენილ სცენაში მთავარ გმირს, ელისს სხეულში სპეციალური მოწყობილობა აქვს ჩამაგრებული, რომელიც სატელიტური ტექნოლოგიით იმართება. მოწყობილობის საშუალებით პერსონაჟს ისე აკონტროლებენ, როგორც მოესურვებათ.

რა თქმა უნდა, ფილმებსა თუ კომპიუტერულ თამაშებში ამგვარი ტექნოლოგიების როლი გადაჭარბებულად არის წარმოდგენილი, თუმცა უნდა ვივარაუდოდ რომ 2050 წლამდე ამგვარი მოწყობილობები ნამდვილად განვითარდება.

წარმოგიდგენიათ მობილური ტელეფონი, რომელიც ადამიანის სხეულშია იმპლემენტირებული? ალბათ ახლა ეს წარმოუდგენლად ჟღერს, თუმცა  ნანო-ტექნოლოგიების ეპოქა კაცობრიობას ამგვარ შესაძლებლობებს ჰპირდება!

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესი ჩვენს დროსიც ძალიან დიდია. ხელოვნურ ინტელექტს, უნიკალური ალგორითმის წყალობით, შეუძლია სწრაფად და დაუბრკოლებლად გადაამუშავოს ინფორმაცია და გადაჭრას მრავალი განსხვავებული პრობლემა.

ხელოვნურ ინტელექტის შესაძლებლობები უკვე დანერგილი და გატესტილია სხვადასხვა კომპანიების მიერ.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ 2016 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი უკვე ფართო მოხმარების პროდუქტი იქნება.

რობოტები    

რობოტები ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, ასევე სწრაფად ვითარდება. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე არსებობს რობოტები, რომელთა ფუნქციები განსხვავებულია.

ვარაუდობენ, რომ რობოტების როლი მომავალ ათწლეულებში კიდევ უფრო გაიზრდება.

მასზე მოთხოვნდა ძალიან დიდია ჯანდაცვის სფეროშიც. ფიქრობენ, რომ რობოტები ოპერაციებისა და სხვადასხვა სამედიცინო მოქმედებების ჩატარებას უფრო დიდი სიზუსტით შეძლებენ, ვიდრე ადამიანები.

ჰოლოგრამები

ვარაუდობენ, რომ ჰოლოგრამებისა და დასრულებული რეალობის პროექტები სამომავლო პერსპექტივაში აუცილებლად განხორციელდება.

მათი დამსახურებით ციფრული რეალობა უფრო ხელშესახები გახდება და იგი ეკრანებიდან თქვენს ოთახებში გადმოინაცვლებს.

Microsoft_ის ცნობით ამგვარი განვითარების პირობებში კომპიუტერებიც განიცდიან მოდერნიზებას.

მათივე ვარაუდით, მომავალში აღარ იარსებებს კომპიუტერის ეკრანი, მაუსი და კლავიატურა და მომხმარებელი ყველანაირი მოქმედების შესრულებას ხელით შეხების საშუალებით შეძლებს.