qselebi

 

ქსელები


  • ქსელების გამართვა/კონფიგურირება - კომპიუტერული ქსელი თანამედროვე საწარმოს ან ორგანიზაციის აუცილებელი ელემენტია. კომპიუტერული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მოითხოვა კომპიუტერული სისტემების საიმედო, სწრაფი და დაცული კავშირების უზრუნველყოფა. ამიტომ კომპიუტერული ქსელების დაპროექტების, აგების და მართვის სისტემები მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. ქსელი წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ და შეთანხმებულად ფუნქციონირებად პროგრამული და აპარატურული კომპონენტების რთულ კომპლექსს.კომპიუტერული ქსელები ფართოდ გამოიყენება, როგორც ბიზნესში, სკოლებსა თუ სამთავრობო დაწესებულებებში, ასევე სახლის პირობებშიც.IT Craft გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:
    • ქსელის ტოპოლოგიის განვითარება და მისი უსაფრთხოების დაგეგმვა;
    • პასიური და აქტიური ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა;
    • ნებისმიერი სირთულის ქსელის მონტაჟი(ქსელის გაყვანა, დამისამართება, ტესტირება/მარკირება);
    • ახალი აშენებული ბიზნეს ობიექტების კაბელირება;
    • ქსელური კარადის მოწესრიგება/ორგანიზება;
    • მარშრუტიზატორების (ROUTER), კომუტატორების(SWITCH) (WIFI) მოწყობა;
    • ქსელური როზეტების და ჯეკების დასმა, კაბელების ტესტირება/მარკირება;
    • ქსელის ადმინისტრირება(კომპიუტერთან დაკავშირება, ქსელში ჩაბმა);
    • ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
    • შიდა ქსელის პრობლემების აღმოფხვრა;
    • პროვაიდერებთან ურთიერთობა.