Play Store-დან 21 ვირუსული აპლიკაცია წაიშალა – შეამოწმე, ხარ თუ არა დაზარალებულთა სიაში

Play Store-დან 21 ვირუსული აპლიკაცია წაიშალა – შეამოწმე, ხარ თუ არა დაზარალებულთა სიაში

   Google-მა Play Store-დან რამდენიმე ვირუსული აპლიკაცია წაშალა, რომლებიც არასასურველ რეკლამებს შეიცავდნენ.

საუბარია 21 მავნე აპლიკაციაზე, რომელიც კიბერუსაფრთხოების კომპანია Avast-ის თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ ამ მავნე პროგრამების ჯამური ჩამოტვირთვების რაოდენობა 8 მილიონს აჭარბებდა.

მავნე პროგრამები მომხმარებლებს Play Store-ის ოფიციალურ პლატფორმაზე სათამაშო აპლიკაციების სახით ხვდებოდათ და ისინი პოპულარულობით სარგებლობდნენ. სინამდვილეში, მათში ბევრი არასასურველი რეკლამა იყო ჩამალული, რომელთა გათიშვაც შესაბამისი დროის ამოწურვამდე შეუძლებელი იყო.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს სმარტფონსა თუ კომპიუტერში ნებისმიერი კონტენტის ჩამოტვირთვამდე მაქსიმალურად დავრწმუნდეთ მის უსაფრთხოებაში და არა მხოლოდ იმას მივაქციოთ ყურადღება, ოფიციალურია თუ არა პლატფორმა, საიდანაც მას ვიწერთ, არამედ სასურველი აპლიკაციების განხილვებსაც და უსაფრთხოების პოლიტიკასაც.

ზემოხსენებული აპლიკაციების სია კი ასე გამოიყურება:

 

 

დაკავშირებული სტატია

დაკავშირებული სტატია



Leave a Reply