მონაცემთა აღდგენა

მონაცემთა აღდგენა

რა შეიძლება იყოს მონაცემთა დაკარგვაზე უფრო ცუდი? განსაკუთრებით ისეთ მონაცემებზეა საუბარი, რომელთა შესაქმნელად უამრავი დრო და რესურსი იქნა დახარჯული.

შესაძლოა სწორედ ასეთ ვითარებაში ხართ თქვენც და ამიტომაც კითხულობთ ამ სტატიას. ნუ შეშინდებით, შესაძლოა ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული!

კომპანია Itcraft გთავაზობთ მონაცემთა აღდგენის მომსახურებას – თუ აღდგენა შესაძლებელია, ამას ჩვენზე უკეთ ვერავინ იზამს!

ჩვენთან მუშაობენ პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებსაც მონაცემთა აღდგენის მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნიათ.

ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ მონაცემები მყარი დისკებიდან, Flash მეხსიერებებიდან და მობილურებიდან.

მონაცემთა აღდგენა მყარი დისკებიდან

მეხსიერების შემნახავი მოწყობილობები ბევრი კომპონენტით განსხვავდება, როგორიცაა: ფორმა, სიჩქარე, მონაცემთა შენახვის მოცულობა.

თითოეული ტიპის მყარი დისკიდან მონაცემთა აღდგენა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკით, რაც არსებით გავლენას ახდენს რეალურად მასალების აღდგენაზე.

მყარი დისკიდან ინფორმაციის აღდგენის მომსახურება გულისხმობს მყარი დისკის იმ კონდიციებამდე მიყვანას, რომ მისგან მოხერხდეს მონაცემთა წაკითხვა / ამოღება, ხოლო თავად მყარი დისკის შეკეთება ცალკე მომსახურებაა.

მონაცემების აღდგენა მობილური ტელეფონებიდან

ჩვენ გთავაზობთ ინფორმაციის აღებას, როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის ოპერატიული სისტემების მქონე მობილური ტელეფონებიდან.

მონაცემთა აღდგენა მობილური ტელეფონიდან გულისხმობს წაშლილი ინფორმაციის აღდგენას, მათ შორის როდესაც თქვენი მობილური ტელეფონი ფიზიკურად ზიანდება და არ მუშაობს.

რიგ შემთხვევებში, როდესაც ხორციელდება ტელეფონის დაფორმატება ან შემთხვევით იშლება გარკვეული ინფორმაცია, მნიშვნელოვანია ტელეფონი გამორთულ მდგომარეობაში შეინახოთ, რათა სხვა შემთხვევაში ასეთი მონაცემების აღდგენის ალბათობა მცირდება.

Flash მეხსიერებები

FLASH მეხსიერება განკუთვნილია გარკვეული ინფორმაციის დროებითი შენახვისათვის, მათ შორის ინფორმაციის გადასატანად ერთი მოწყობილობიდან მეორეზე.

ამ ტიპის მოწყობილობის გამოყენება საკმაოდ კომფორტულია, თუმცა გააჩნია გარკვეული ნაკლოვანებები.

ზოგადად, ასეთი მოწყობილობები შედგება მაკონტროლებელისა და მეხსიერების ჩიპისგან. მათთვის დამახასიათებელი ძირითადი ხარვეზები გამოწვეულია სწორედ მაკონტროლებლის არაეფექტური მუშაობით.

ჩვენ გთავაზობთ წაშლილი მონაცემების წაკითხვას/აღდგენას ყველა ტიპის პორტატული მოწყობილობიდან.