კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მშობლებისათვის – კიბერდანაშაული 

კიბერდანაშაული ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კრიმინალური მოვლენაა!

უსაფრთხოების თემაზე საუბარი ბავშვებთან ისეთივე მარტივია, როგორც მოზრდილ ადამიანებთან.

ბავშვებს, ისევე როგორც ზრდასრულებს არ სურთ აღმოჩნდნენ მოტყუებულ მდგომარეობაში.

უბრალოდ უნდა ავუხსნათ მათ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სარგებლის მიღებას სხვების მოტყუების.

მათი კუთვნილი ინფორმაციის ან ფულის მითვისების გზით.

ბავშვების შესახებ

არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომლებიც კონკრეტულად ბავშვებსა და თინეიჯერებზეა გათვლილი.

საფრთხეების უმეტესი ნაწილი გათვლილია პოტენციურ მსხვერპლზე, ასაკის გათვალისწინების გარეშე.

ხანდახან ჰაკერები იყენებენ მიმზიდველ ვებ-გვერდებს ბავშვებში ინტერესის გამოწვევის მიზნით.

მაგალითად „ფან-კლუბებს“, YouTube-ს, Instagram-ს და ა.შ;

გამომდინარე იქიდან, რომ მოზრდილი ადამიანებისთვისაც კი რთული განსასხვავებელია ოფიციალური და ყალბი ვებ-გვერდები.

ბავშვები, რომელთაც ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, რა თქმა უნდა, გაცილებით ძნელი იქნება განსხვავების აღმოჩენა.

• ბავშვებს უყვართ ვიდეოები.

საფრთხის შემცველი ბმულები დიდი ალბათობით შესაძლოა განთავსებული იყოს ისეთ პოპულარულ ვიდეო-პორტალებზე, როგორიცაა მაგალითადYouTube.

აუხსენით თქვენს შვილს, რომ თუ შენიშნავს ბმულს, რომელიც არასათანადო ან შეუსაბამო შინაარსის მასალას შეიცავს, გაცნობოთ ამის შესახებ.

თუ ისინი წააწყდნენ ყალბ ვებ-გვერდს, სავარაუდოდ მოახდინეს მისი იგნორირება, რადგანაც მსგავსი ვებ-გვერდები საკმაოდ ჭკვიანურადაა შეფუთული კიბერკრიმინალების მიერ.

მოზარდებმა კარგად უნდა გაითავისონ, რომ გაცნობის, ახალი მეგობრების შეძენისთვის განკუთვნილი და საჭორაო საიტები ხშირად არც თუ ისე უსაფრთხოა.

• ბავშვები ხშირად იყენებენ ოჯახის კომპიუტერს.

ბავშვებს არ გააჩნიათ საკუთარი საკრედიტო ბარათები, თქვენ შესაძლოა იფიქროთ, რომ ისინი დაცულნი არიან ფინანსური დანაშაულებებისაგან.

მაგრამ თუკი ბავშვები და მშობლები საერთო კომპიუტერს იყენებენ.

მათი ონლაინ-აქტივობები მათ შორის ონლაინ-შოპინგი, მშობლების მიერ სახლის კომპიუტერით განხორციელებული საბანკო, სამსახურთან დაკავშირებული საქმიანობა ცალსახად ახდენს გავლენას სხვებზე;

მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, თუკი შვილებმა შეამოწმეს ბრაუზერის ისტორია. ისინი შეძლებენ იგივე ვებ-გვერდებზე შესვლას,

რომლებიც მათი მშობლების მიერ იქნა გამოყენებული სახლის კომპიუტერის მეშვეობით.

• ბავშვები შეიძლება დიდი გულშემატკივრები იყვნენ კიბერდანაშაული.

მოზარდების მსგავსად და ხშირად უფრო მეტადაც კი, ბავშვებს და თინეიჯერებს შეუძლიათ გულშემატკივრობა

-“გულშემატკივართა საიტები” და ჩატით საუბარი საყვარელ ცნობილ ადამიანებთან ან ადამიანებზე.

არსებობს უამრავი ვარსკვლავის საიტი, რომლებსაც მართავს თვითონ ცნობილი ადამიანი ან გასართობი ამბების გამომცემელი ორგანიზაცია.

თუმცა აუცილებელია ზედმეტი სიფრთხილის გამოჩენა ისეთ საიტებზე შესვლისას, რომლებიც შესაძლოა მოხვდნენ ძიების შედეგებში, თუმცა რეალურად არ მიეკუთვნებოდნენ ვარსკვლავებს.

ასეთი ვებ-გვერდები როგორც წესი ძიების შედეგების ქვედა ზღვარზე ხვდებიან.

• ბავშვები სოციალურები არიან.

არსებობს სოციალური მიზეზი, რის გამოც ბავშვებზე ხდება ჰაკერული შეტევა.

ეკიბერდანაშაული რთ-ერთი ფორმაა ბავშვის პაროლის გამოყენებით მის სოციალურ ანგარიშზე შესვლა და უხერხული შინაარსის შეტყობინებებისა თუ გამოსახულებების გაზიარება, სპამის გავრცელება,  ისეთი ბმულების დაპოსტვა.

ასწავლეთ შვილებს არ გაუზიარონ პაროლები თუნდაც უახლოეს მეგობრებს.

ყოველთვის დახურონ ანგარიშები, როდესაც ისინი გამოიყენებენ საჯარო გამოყენების კომპიუტერს, როგორიცაა სკოლაში და საჯარო ბიბლიოთეკებში განთავსებული კომპიუტერები.

ბრაუზერი „იმახსოვრებს“ პაროლებს, თუ არ იყენებთ ბრაუზერის რეჟიმს „პირადი“ ან „ინკოგნიტო“, ან არ შლით ისტორიას მისი გამოყენების შემდეგ.

• ბავშვების ID ბარათები – ღირებული სამიზნეა ქურდებისთვის.

ზოგჯერ სამიზნე ხდება ბავშვის პირადობის მოწმობა – სადაც მითითებულია დეტალური ინფორმაცია მათ შესახებ (მაგალითად, სახელი, მისამართი და სოციალური დაცვის ნომერი). იმისათვის, რომ  მიიღონ კრედიტი ან ჩაიდინონ დანაშაული ბავშვის სახელით.

ბავშვები არიან კარგი სამიზნე იმიტომ, რომ აქვთ ყველაზე სრულყოფილი საკრედიტო (მათ არასდროს ჰქონიათ ნასესხები ფული, შესაბამისად არასდროს დაუგვიანიათ გადახდა) ისტორია !!

და ამ ფაქტის გამოვლენაც იქნება შეუძლებელი მანამ, სანამ მოზრდილ ასაკში თვითონ არ მიმართავენ ბანკს სტუდენტური სესხის ან საკრედიტო ბარათის ასაღებად.

დაკავშირებული სტატია: ქსელები