კამერები, დაშვების სისტემები

კამერები, დაშვების სისტემები - ისინი 24 საათის განმავლობაში ახორცილებენ, როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრის თვალთვალს. კამერასთან დაკავშირება ხდება Wi-Fi-ს მეშვეობით და არ საჭიროებს დამეტებით კაბელებს. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ რეჟიმში უყუროთ გამოსახულებას და აკონტროლოთ პერიმეტრი. მონიტორინგის საშუალება გაქვთ თქვენი მობილური ტელეფონიდანაც სადაც არ უნდა იყოთ.

ვიდეო სისტემების ფართო არჩევანიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ფორმისა და ზომის კამერა, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული თქვენს საჭიროებებზე. მაგ: კამერის არჩევა ხშირად ხდება დასამონტაჟებელი ლოკაციის მიხედვით, რომლის დროსაც მხედველობაში მიიღება განათება, ამინდის მიმართ გამძლეობა, გარემოს მავნე ზემოქმედებისგან სპეციალური დამცავი სისტემის საჭიროება და ა.შ

ჩვენი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები აკმაყოფილებენ მსოფლიოში დადგენილ უმაღლეს სტანდარტებს. მაღალი რეზოლუციის გამო, შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ პიროვნების ზოგადი მახასიათებლების, მისი ფიგურისა თუ სამოსის ამოცნობა, არამედ მისი სახის დეტალების დაფიქსირებაც კი.

  • სამეთვალყურეო კამერების დაყენება;
  • კონფიგურირება;
  • შემდგომი მომსახურება;
  • კონსულტაცია;
  • IP კამერები (შიდა, გარე);
  • Wi-FI კამერები;
  • ანალოგური კამერები;
  • DVR/NVR/XVR.

დაშვების სისტემების მონტაჟი- სისტემა წარმოადგენს აპარატურულ-პროგრამულ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს დაშვების კონტროლის ავტომატურ მუშაობას, ასევე თანამშრომელთა სამუშაო დროის დაანგარიშებას. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც მსხვილ საწარმოებში, ასევე მცირე ზომის ოფისებში,  ბანკებში, ქარხნებში და ა.შ. დაშვების სისტემა სხვადასხვა კონფიგურაციის არსებობს და განისაზღვრება ობიექტიდან გამომდინარე.

განსაკუთრებული მნიშვნელობის დაწესებულებებისთვის რეკომენდირებულია დაშვების ბიომეტრიული სისტემის ინტეგრაცია, რომელიც მაღალი ეფექტურობით იძლევა პიროვნების ამოცნობის საშუალებას. დაშვების ბიომეტრიული სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვის და არასანქცირებული დაშვების რისკებს.

  • ბიომეტრული კონტროლი დაშვების სიტემები;
  • თითის ანაბეჭდებით;
  • თვალის ბადურით;
  • ელექტრონული ბარათებით;
  • ელექტრონული გასაღებით.