
IP ტელეფონი
IP ტელეფონი არის საიმედო და ფუნქციური გადაწყვეტილება ნებისმიერი კომპანიისათვის.
VOIP ტელეფონია წარმოადგენს პროგრამული სატელეფონო სადგურს IP ტელეფონიისათვის, რომლის ბაზაზეც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის და კონფიგურაციის სატელეფონო სისტემის შექმნა. თქვენ იძენთ IP სატელეფონო ნომერს თქვენს მიერ შერჩული სატელეფონო ოპერატორთან, ხოლო ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სისტემის ინსტალაციას , შიდა სატელეფონო ნომრების მინიჭებას, გადამისამართებების უზრუნველყოფასა და სხვა სტანდარტული ფუნქციონალის გამართვას.
IT Craft გთავაზობთ:
- Ip ტელეფონიის ინსტალაცია და კონფიგურაციას;
- ადგილობრივ და ვირტუალურ სერვერებზე- ხმოვანი მენიუს ინსტალირებას;
- ავტომოპასუხეს- დაშორებულ ოფისებს შორის შიდა სატელეფონო კავშირს, ზარების სრულ მონიტორინგს;
- სმართფონზე ქალაქის ნომრის კონფიგურაციას.
რა ფუნქციები გააჩნია VOIP ტელეფონიას:
• შეგიძლიათ არა მარტო აწარმოოთ არამედ ხანგრძლივი პერიოდით შეინახოთ სატელეფონო საუბრები, მოახდინოთ მათი მონიტორინგი.
• გადაამისამართოთ ზარები;
• სისტემას გააჩნია ხმოვანი რეჟიმი – ავტო-მდივანი;
• გააჩნია ხმოვანი ფოსტა ჩანაწერის e-mail – ზე გაგზავნის საშუალებით;
• ელექტრონული და ფაქსის სახით გზავნილის მხარდაჭერა;
• ბილინგის სისტემისთვის მონაცემების შეგროვება, ზარების დეტალური ასახვა (CDR);
• დაშორებულ ოფისებში შესაძლოა Сall-ცენტრის სრულყოფილი ორგანიზება ყველა საჭირო ფუნქციებით;
• ყველა პოპულარული პროტოკოლების მხარდაჭერა VoIP: sip, iax, h.323, skype, jabber, google talk;
• სატელეფონო ზარების პარკინგი;
• ტელეფონის ნომრების შავი სია;
• გამავალი ზარების განხორციელება რამოდენიმე აბონენტთან ერთდროულად;
• ზარების კომპლექსური მართვის პროგრამირება(აბონენტის ქმედების შესაბამისად, ნომრის დროის და სხვ);
• ფართო ფუნქციონალური შესაძლებლობები АТС-ის დამატებითი მოდულების შექმნისას თქვენი მოთხოვნების განხორციელებისთვის;
VOIP ტელეფონიის განთავსება შესაძლებელია როგორც თქვენს ოფისში – სერვერზე, ასევე პროვაიდერის დატა ცენტრში – ვირტუალურ ან ფიზიკურ სერვერებზე.
თუმცა, ფიქსირებული და ტექნიკურ რესურსების შეძენაზე ხარჯების მინიმალიზაციისათვის ჩვენ რეკომენდაციას გაძლევთ, განათავსოთ სისტემა ჩვენს დაცულ დატა ცენტრში, რადგან ჩვენთან განთავსებული სერვერები უზრუნველყოფილია შესაბამისი დაცვის , გაგრილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებით, უწყვეტი, დამატებითი და სარეზერვო კვების სისტემებით.
ამასთან, VOIP ტელეფონის ხარისხიანი ფუნქციონირებისათვის საკმარისია ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვირტუალური სერვერებიდან მინიმალური პაკეტი, თუმცა პაკეტის ოპტიმალურად შერჩევა დამოკიდებულია თქვენს ქსელში არსებული ტელეფონების რაოდენობაზე, შემოსული და გამავალი ზარების ჩანაწერების არქივირების ხანგრძლივობაზე და ა.შ.