
ტელეგრამს ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებითაც თქვენ არა მხოლოდ საკუთარი მესიჯის, არამედ სხვის მიერ გამოგზავნილი შეტყობინების წაშლაც შეგეძლებათ.
მოგეხსენებათ, გაგზავნილი შეტყობინებების წაშლის ფუნქცია ბოლო პერიოდში მესენჯერსაც დაემატა, თუმცა Telegram-ის მიერ დანერგილი სიახლე აღნიშნულ შესაძლებლობას კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს ანიჭებს.