Outsourcing

მსოფლიოში წარმატებულ ბიზნესთა უმრავლესობას ერთი რამ აქვთ საერთო- ისინი იყენებენ აუთსორსინგის სერვისს. მათ გაანალიზეს რომ აუთსორსინგს უამრავი ბენეფიტის მოტანა შეეძლო კომპანიებისთვის, როგორებიცაა შემცირებული ხარჯები, დაზოგილი დრო, დამსაქმებელთა მოქნილობა, შიდა რესურსების გაუმჯობესებული კონტროლი, სპეციალიზებული ადამიანების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხიანობა და სხვა. აუთსორსინგის სერვისების გლობალური ბაზრის მოცულობამ 2018 წელს 85,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან, სერვისთა უმეტესობა ბიზნესებმა შემდეგ სერვისებში მიიღეს:

• ბუღალტერია;

• IT სერვისები;

• ციფრული მარკეტინგი.

აუთსორსინგის მთავარი Benefits of IT outsourcing ისაა, რომ იგი ეხმარება კომპანიებს ფოკუსირდნენ ექსკლუზიურად თავიანთი ბიზნესის განვითარებაზე.

აუთსორსინგი ბიზნესის საწყის ეტაპზეც კი, შეიძლება თქვენი წარმატების განმაპირობებელი გახდეს, ისევე როგორც ამ 6 კომპანიის შემთხვევაში, რომელთა წარმატების გზა Outsourcing სერვისზე გადის.

  1. Alibaba– ჩინური მულტინაციონალური ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ეხმარება პირებს პროდუქციის გამოწერასა და გაყიდვაში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ადრეულ წლებში კომპანიამ ვებსაიტის დიზაინის შექმნა ამერიკულ ფირმას დაავალა. აუთსორსინგი დაეხმარა Alibaba-ს, ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაწესებული ინტერნეტ შეზღუდვების დაძლევაში და მომხმარებელს ორ ენოვანი საიტი შესთავაზა. დღეს Alibaba ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა მთელს მსოფლიოში, რომლის წლიური შემოსავალი 700 მილიარდ დოლარს სცდება.
  2. WhatsApp – მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ხშირად გამოყენებადმა სოციალურმა ქსელმა თავდაპირველად თავისი აპის შექმნის ძირითადი საქმე ვებ დეველოპერებს რუსეთში გადასცა. ამავდროულად ადგილზე მყოფი პერსონალი ფოკუსირებული იყო ოპერაციებსა და მომხმარებლებთან ურთიერთობაზე. დეველოპერები დაეხმარნენ კომპანიას დაბალი კაპიტალის ფარგლებში შემცირებული ხარჯებით მუშაობაში.
  3. Slack – არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი საკომუნიკაციო პროგრამა სამუშაო გარემოებისთვის. წარმატების მისაღწევად მან ლოგოს, მაკრეტინგული ვებსაიტის დიზაინის, თავად საიტისა და მობილური აპლიკაციების საქმე დეველოპერ აუთსორსინგ ფირმას- Meta lab-ს გადააბარა. Slack-ის გიგანტური წარმატების შემდეგ, მრავალმა კომპანიამ დადო კონტრაქტი Metalab-თან ორიგინალური ბრენდის კონტენტის შესაქმნელად.
  4. Google– მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 90 ათასს სცდება, ისინი იყენებენ აუთსორსინგის სერვისს შემდეგი მიზეზების გამო: მისი დახმარებით მუდმივად აქვთ წვდომა ნიჭიერ ადამიანებზე, რომლებიც მსოფლიოს განსხვავებულ რეგიონებში ცხოვრობენ; აუთსორსინგის თანამშრომლები ეხმარებიან გუგლს ყოველწლიური მოგების შენარჩუნებაში. Google-ისთვის მიწოდებული აუთსორსინგ სერვისი ძირითადად Customer service-ს მოიცავს.
  5. Nike– ვინაიდან Nike-ს არ აქვს თავისი წარმოების ობიექტები შეერთებულ შტატებში, ამის ნაცვლად აირჩია სამუშაოს გადაცემა კონტრაქტის მქონე ქარხნებზე ფილიპინებში, ვიეტნამში, ჩინეთში, ინდონეზიასა და ტაივანში. აუთსორსინგის ადრეულ მიმღებად ყოფნა Nike-ს დაეხმარა, რომ გაეზარდა სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება და აქცია მან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფართო კომპანიად. მან გაზარდა მოგების მარჟა, შეამცირა ინვენტარები და დარწმუნდა, რომ მომხმარებლები მიიღებდნენ სწორი პროდუქტის ასორტიმენტს დროულად. მათმა შემოსავალმა ჯამში 3.7 მილიარდი დოლარი შეადგინა და გახდა სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიო ბაზრის ლიდერი.
  6. Walmart– მსოფლიოს უდიდესი საცალო მოვაჭრე აუთსორსინგის სერვისს იყენებს კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფისთვის. ამისთვის მას აქვს back-office პროექტები ინდოეთში და ამასთანავე იღებს საბუღალტრო სერვისს სხვა აუთსორსინგ კომპანიებისგან.  აუთსორსინგის დახმარებით მათ შეძლეს ხარისხის გაუმჯობესება, პროცესის ხანგრძლივობის შემცირება და ორიენტირდნენ ხარისხისთვის ღირებული სერვისის შეთავაზებაზე.