კამერის მონტაჟი – სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი

უსაფრთხოება ამოსავალი წერტილია ნებისმიერი ბიზნესისთვის. ვიდეო კონტროლი იდეალური ინსტრუმენტია ნებისმიერი ბიზნესის უსაფრთხოდ წარმოებისთვის.

საბედნიეროდ სამეთვალყურეო კამერის მონტაჟი ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალებაა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

თანამედროვე კამერებს უამრავი ფუნქცია გააჩნიათ, მათ შორის მოძრაობის დაფიქსირების სენსორები, მობილურზე ავტომატური შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია და სხვა.

სათვალთვალო ვიდეო კამერები მის მფლობელებს საშუალებას აძლევენ თვალყური ადევნონ და დაიცვან თავიანთი ბიზნესი ნებისმიერი საფრთხისგან.

კომპანია აიტიკრაფტი გთავაზობთ მულტიფუნქციური კამერების მონტაჟს, მისაღებ ფასად.

როგორ შევარჩიოთ კამერები?

არსებობს ბევრი განსხვავებული ფუნქციონალის კამერა, ამიტომაც მნიშვნელოვანია აირჩიოთ ისეთი სისტემა, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება თქვენი საჭიროებებისადმი.

გაითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

  • ლოკაციების რაოდენობა;
  • ლოკაციების ტიპი (გარე/შიდა)
  • კამერების გამოყენების პერიოდი (დღე/ღამე)
  • ფუნქცია (შიდა მოხმარებისთვის, გარე პერიმეტრის კონტროლისთვის)

ასევე გაითვალისწინეთ უსაფრთხოების სისტემის მართვის ხარჯები, ნაწილები, შეკეთების ხარჯები და სხვა.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კამერების არჩევისას?

რეზოლუცია

იმისათვის, რომ გადაღება იყოს ხარისხიანი, მინიმუმ 720p გაფართოების IP კამერა არის საჭირო, რომელსაც ექნება ნათელი, გარჩევადი გამოსახულება.

გადაღების სიხშირე

რაც უფრო მაღალია გადაღების სიხშირე, მით უფრო კარგი ხარისხის გამოდის გამოსახულება.

ვიდეო თავისი ბუნებით წარმოდგენს უამრავი ფოტოს კოლაჟს, რომლებიც სწრაფად ცვლიან ერთმანეთს, რაც უფრო დაბალი გადაღების სიხშირე აქვს კამერას, მით უფრო სწრაფად ხორციელდება დინამიკა.

შიდა/გარე

კამერის არჩევა ხშირად ხდება იმის მიხედვით, თუ რა ლოკაციაზე უნდა მოხდეს განათება, შენობის გარეთ, თუ შიგნით.

თუ გარე გადაღებისთვის აყენებთ კამერებს, მნიშვნელოვანია თქვენი კამერები იყოს განსხვავებული ამინდის მიმართ გამძლე.

წყალმა და ჭუჭყმა შესაძლოა განაპირობოს გადაღების ხარისხის დაქვეითება ან საერთოდ კამერების დაზიანებაც კი.

განათება

განათების საკითხი ყურადსაღებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიდეო მონიტორინგი ხორციელდება სიბნელეში ან ცუდ განათებაში.

ამ კუთხით არჩევანი საკმაოდ დიდია, სხვადასხვა ტიპის და შესაძლებლობების კამერები საშუალებას იძლევა გადაიღოთ სრულიად ბნელ პირობებშიც, სადაც ჩვეულებრივი კამერა ვერაფერს ხედავს.

აუდიო

ზოგიერთ შემთხვევაში გამოსახულების ჩაწერის გარდა, მნიშვნელოვანია აუდიო ინფორმაციის ჩაწერაც.

ასეთი საჭიროების არსებობისას, მნიშვნელოვანია ისეთი სისტემის შეძენა, რომელსაც ექნება მაქსიმალურად ძლიერი აუდიო სისტემა.

ზოგიერთი თანამედროვე ვიდეო სისტემა საშუალებას იძლევა ხმაურის არსებობისას მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, რაც მათი ეფექტურობის ხარისხს გაცილებით ამაღლებს.

მეხსიერება

სათვალთვალო კამერების უმნიშვნელოვანესი ელემენტია მეხსიერება, სწორედ მეხსიერებაზე დამოკიდებული თუ რა მოცულობის მასალები იქნება შენახული, შემდგომი საჭიროებისამებრ გამოყენებისათვის.

გსურთ  თქვენი ბიზნესის უსაფრთხოდ წარმოება?

დაგვიკავშირდით და შეგვიკვეთეთ სათვალთვალო კამერები, ჩვენი პროფესიონალთა ჯგუფი მზად არის მოგემსახუროთ უმაღლესი ხარისხით დღესვე.