უახლესი ინფორმაციით Apple-მა საზოგადოებას საკრედიტო ბარათი  წარუდგინა. კომპანია აცხადებს, რომ ბარათის მომსახურებას არანაირი დამატებითი გადასახადი არ ექნება.

ბარათის მოხმარების პირობები ძალიან მომხიბვლელია. როგორც ცნობილი გახდა, ბარათის ერთ-ერთი უპირატესობა ის იქნება, რომ გადახდის შესრულებისას თქვენ გარკვეულ პროცენტს უკან დაიბრუნებთ.

Apple Pay-ით გადახდისას თქვენ უკან თანხის ორი პროცენტი დაგიბრუნდებათ, Apple-ს პროდუქციის შეძენისას ეს მაჩვენებელი იქნება 3% პროცენტზე , ხოლო ფიზიკური ბარათის გამოყენებისას კი საზღაური სულ 1% პროცენტია.