6 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ითიშებოდეს პერსონალური კომპიუტერი

6 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ითიშებოდეს პერსონალური კომპიუტერი

    თუკი თქვენ ისეთ პრობლემას გადააწყდით, როგორიცაა კომპიუტერის გათიშვა, მაშინ ბუნებრივია, მომხდარის მიზეზი უნდა გაიგოთ, რათა პრობლემა გადაწყვიტოთ. აღსანიშნავია, რომ უნებლიეთ შესაძლოა გამოირთოს როგორც პერსონალური კომპიუტერი, ასევე ნოუთბუქიც და რაც მთავარია, მომხდარის უკან ყოველთვის სერიოზული პრობლემები როდი იმალება. შესაძლოა ეს უბრალოდ ვირუსი იყოს, მაგრამ მოდით მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით და წარმოგიდგენთ 6 მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ითიშებოდეს კომპიუტერი.

  1. ვირუსი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვირუსია, რომელიც აიძულებს კომპიუტერს თვითნებურად გამოირთოს თქვენი მითითების გარეშე. ამის გასაგებად პერსონალური კომპიუტერი უნდა შემოწმდეს ვირუსებზე.
  2. კომპიუტერის ნაწილების გადახურება. გააკეთეთ კომპიუტერის ნაწილების სრული წმენდა, ვინაიდან მტვრის ფენა შესაძლოა გადახურების მიზეზი იყოს, ასევე მიაქციეთ ყურადღება “ქულერებს”. ყველა მათგანი უნდა ტრიალებდეს.
  3. გაუმართავი კვების ბლოკი. კიდევ ერთი მიზეზი კომპიუტერის გათიშვის კვების ბლოკის გაუმართაობა ხდება. ის შესაძლოა დაიწვას დენის ცვალებადობის გამო.
  4. გაუმართაობა ოპერატიულ მეხსიერებაში. ამ გაუმართაობის სიმპტომებია კომპიუტერის “გაჭედვა” მის გათიშვამდე. ამ დროს ის შენელებულად მუშაობს. იმისათვის, რომ გამოირიცხოს ოპერატიული სისტემის გაუმართაობა, რეკომენდირებულია, მის მაგივრად ჩავსვათ სხვა მეხსიერება და ასევე, მივმართოთ სპეციალისტებს სერვისცეტრში.
  5. დედადაფის (დედაპლატა) დაზიანება. კომპიუტერის გათიშვა შესაძლოა იყოს გამოწვეული ბზარით ან მოტეხილობით დედაპლატაზე ან კონდენსატორის გადაწვით. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი შესაძლოა მოხდეს სისტემურ ბლოკზე დარტყმით ან მისი დავარდნით, მაგრამ ეს მაინც ძალიან იშვიათად ხდება. აღნიშნული პრობლემის გამოვლენას საკუთარი ძალებით, სპეციალისტის გარეშე, მოყვარული მომხმარებლები ვერ შეძლებენ.
  6. ცუდი კონტაქტი. ამ დაზიანების აღმოჩენა და გამოსწორება ძალიან ადვილია – შეამოწმეთ ყველა კაბელის კონტაქტი, დაწყებული როზეტიდან. ყველა შტეკერი მჭიდროდ უნდა იყოს დამაგრებული როგორც სისტემურ ბლოკში, ისე მის მიღმა

 

 

IT craft-ი უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას!!!

 

✔ ITcrafti – თქვენი აიტი კომპანია!

 

+(995) 322 18 18 09;   599 63 66 00

 

დაკავშირებული სტატია

დაკავშირებული სტატია



Leave a Reply