რატომ არ მუშაობს კლავიატურა და როგორ გამოვასწოროთ პრობლემა?

რატომ არ მუშაობს კლავიატურა და როგორ გამოვასწოროთ პრობლემა?

 

არ გადააგდოთ კლავიატურა, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ის უვარგისია!

მიზეზი, თუ რატომ არ მუშაობს კლავიატურა, შესაძლოა უამრავი იყოს. ყველაზე ხშირი მიზეზები ასე გამოიყურება: ცუდი შეერთება, კვების ელემენტის განმუხტვა, პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობა, დასხმული სითხე და ბოლოს, კომპიუტერის ან თავად კლავიატურის რაიმე ნაწილის გაფუჭება.

თუკი ბოლო შემთხვევა მოწყობილობის შეცვლის მიზეზი ნამდვილად შეიძლება გახდეს,  დანარჩენი პრობლემების გადაწყვეტა საკუთარი ძალებითაც შესაძლებელია. მოდით, ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება.

საყოველთაო რეკომენდაციები

თუკი კლავიატურა დასველდა, გააშრეთ ის და მხოლოდ შემდეგ სცადეთ მისი კომპიუტერთან შეერთება.

თუკი არ მუშაობს დამატებითი ციფრების კლავიშების ბლოკი, დააჭირეთ კლავიატურაზე Num Lock ან  Fn + Num Lock. შესაძლოა ამ ღილაკზე შემთხვევით მოგიხვდათ ხელი, ასეც ხდება ხოლმე.

თუკი არ მუშაობს მთლიანი კლავიატურა, დასაწყისისთვის გადატვირთეთ კომპიუტერი. თუ ამან უშველა, მაშინ პრობლემა პროგრამული უზრუნველყოფის ბანალურ დარღვევას ეხება. თუ ამ რჩევებიდან არაფერი გამოგადგათ, მაშინ მიმართეთ შემდეგ ხერხებს:

  1. თუკი კლავიატურაზე არის ჩართვის ღილაკი, დარწმუნდით, რომ ის ჩართულია.
  2. გამოაერთეთ კომპიუტერიდან ყველა დანარჩენიUSB-მოწყობილობა და სცადეთ კლავიატურის მიერთება სხვა დანარჩენ პორტებში. დარწმუნდით, რომ კაბელი ბოლომდე მჭიდროდ არის შეერთებული.
  3. თუკი Windows სისტემა გაქვთ, გადააყენეთ კლავიატურის დრაივერი. იქ მოსახვედრად უნდა დააჭიროთ”სტარტს” – “პარამეტრებს” – “Bluetooth და სხვა მოწყობილობებს” – “მოწყობილობების დისპეჩერს”. ჩამოშლილ სიაში იპოვეთ საკუთარი კლავიატურა, დააკლიკეთ მას მაუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ “მოწყობილობის წაშლა”. კომპიუტერის გადატვირთვის შემდეგ კლავიატურის დრაივერი ავტომატურად ჩაიტვირთება.
  4. Windows-ის მომხრებლებისთვის ასევე კარგი იქნება სისტემის მავნე პროგრამულ უზრუნველყოფებზე შემოწმება. ამისთვის შეამოწმეთ ის ანტივირუსით, თუკი ის არ აყენია თქვენს მოწყობილობაზე, გადმოტვირთეთ ინტერნეტიდან.

 

IT craft-ი უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას!!!

 

✔ ITcrafti – თქვენი აიტი კომპანია!

 

+(995) 322 18 18 09;   599 63 66 00

 

დაკავშირებული სტატია

დაკავშირებული სტატია



Leave a Reply