Chrome-ის ძველი ვერსია შეტევის მაღალი საფრთხის ქვეშაა – განაახლეთ ის დაუყოვნებლივ

Chrome-ის ძველი ვერსია შეტევის მაღალი საფრთხის ქვეშაა – განაახლეთ ის დაუყოვნებლივ

თუ თქვენ Windows-ის, Linux-ის ან Mac-ის მომხმარებელი ხართ და Google Chrome-ის ბრაუზერით სარგებლობთ, დაუყოვნებლივ განაახლეთ ის უკანასკნელ ვერსიამდე.

Google-მა გამოუშვა Chrome-ის ვერსია 86.0.4240.111, რომელშიც აღმოფხვრილია მაღალი რისკის შემცველი უსაფრთხოების პრობლემები, მათ შორის, ე.წ. zero-day სისუსტე, რომელიც ჰაკერების მიერ სამიზნე კომპიუტერებში შესაღწევად აქტიურად გამოიყენება.

უსაფრთხოების ეს ხარვეზი მკვლევარმა, სერგეი გლაზუნოვმა 19 ოქტომბერს აღმოაჩინა და როგორც ხდება ხოლმე, გასაჯაროებამდე, პრობლემის მოსაგვარებლად, Google-ს 1-კვირიანი ვადა მისცა. განახლება უკვე გამოსულია და შესაძლოა, თქვენ უკვე სარგებლობთ მისით, თუმცა თუ ბოლო დროს ბრაუზერი არ გაგიახლებიათ, აუცილებლად გააკეთეთ ეს ახლავე. ამით თავიდან აიცილებთ იმ საფრთხეს, რომელიც, ძალიან მაღალი ალბათობით, შეიძლება დაგემუქროთ.

 

ჩვენ გთავაზობთ მულტიფუნქციური სათვალთვალო კამერების მონტაჟს და სრულ მომსახურებას მისაღებ ფასად!

ITcraft – თქვენი IT პარტნიორი! იმუშავეთ შეფერხების გარეშე! გახდით თანამედროვე რეალობის ნაწილი!

✔ ITcrafti – თქვენი აიტი კომპანია!

 

+(995) 322 18 18 09;   599 63 66 00

 

დაკავშირებული სტატია

დაკავშირებული სტატია

 



Leave a Reply