უკაბელო წვდომა ინტერნეტთან

უკაბელო წვდომა ინტერნეტთან

მობილურობა, წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრება მობილური კავშირის გარეშე, ინტერნეტთან უნდა გვქონდეს წვდომა ყოველთვის და ყველა ადგილიდან, ინტერნეტთან დაკავშირებულია ჩვენი ტელეფონები, კომპიუტერები, საათები. სულ უფრო და უფრო მეტი ახალი ტიპის მოწყობილობა გვხვდება ინტერნეტის მეშვეობით, მოშორებული მართვის, მონიტორინგის და სხვადასხვა ფუნქციით აღჭურვილი.
მობილურობის ერთ-ერთ მთავარი კომპონენტი არის უკაბელო წვდომა ინტერნეტთან. ამჟამად ამის განხორციელება შეიძლება ორი ძირითადი საშუალებით:
მობულური ინტერნეტი (ამჟამად 4.5G სამომავლოდ 5G) და WI-FI, რომელიც ისევე როგორც მობილური ინტერნეტი, სწრაფად განიცდის ევოლუციას, გამოდის ახალი სტანდარტები, რომლებშიც ყოველთვის გამოყენებულია მოწინავე ტექნოლოგიები და შესაბამისად გაუმჯობესებულია ხარისხი.

WI-FI ტექნოლოგია განკუთვნილია პირად ლოკაციაზე უკაბელო ქსელის ასაწყობად, მაშინ როდესაც გვჭირდება გარანტირებულად მაღალი ხარისხი და დაფარვის ზონა, ბევრი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობის მარტივად მიერთება და ჩვენს მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოება.
დღესდღეობით პრაქტიკაში გამოყენებული ყველაზე მოწინავე სტანდარტი არის 802.11-ac wave-2 რომლის გადაცემის მაქსიმალური სიჩქარეა 2.3 Gbps თუმცა ამჟამად უკვე მრავალი მწარმოებელი სერთიფიკაციას გადის და ბაზარზე უშვებს ახალ 802.11-ax იგივე WIFI 6 – სტანდარტის წვდომის წერტილებს.
Samsung galaxy s10 იყო პირველი მობილური ტელეფონი რომელიც აღჭურვილი იყო WIFI 6 – თან მიერთების შესაძლებლობით ამჟამად ეს შესაძლებლობა აქვს Iphone 11 საც.
WI-FI 6 არის ყველაზე დიდი ნახტომი ამ ტექნოლოგიის განვითარების ისტორიაში რადგან გაუმჯობესებულია უკაბელო ქსელის რამოდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი:

1. სიჩქარე – თანამედროვე სილიკონის ჩიპები გვაძლევს სიგნალის უფრო ზუსტ დამუშავებას, შესაბამისად მაღალსიჩქარიანი, 1024-QAM მოდულაციის გამოყენების საშვალებას, ამას ემატება რადიოარხების უფრო ოპტიმალური ალოკაცია და შესაბამისად WI-FI 6 ს შეუძლია სიჩქარის გადაცემა 10 Gbps – მდე.

2. ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა – საუბარია მიერთებული მოწყობილობების ელემენტებზე, WI-FI 6 – ტექნოლოგიაში გათვალისწინებულია ფუნქცია “target wake time (TWT)” როდესაც წვდომის წერტილი ეუბნება მოერთებულ მოწყობილობას როდის “მიაგნოს” და გაააქტიუროს WI-FI რადიო გადაცემა. რის საშვალებითაც ამცირებს ენერგიის მოხმარებას WI-FI ფუნქციის მიერ.

3. უკეთესი წარმადობა გადატვირთულ ტერიტორიებზე – წინამორბედი WI-Fi სტანდარტების უდიდესი პრობლემა არის მრავალი ერთდროულად მიერთებილი კლიენტის ხარისხიანად მომსახურება, WIFI 6 -ში რეალიზებულია უფრო დახვეწილი არხების დაყოფის მეთოდი OFDMA რომელიც უზრუნველყოფს გადატვირთულ ტერიტორიებზე გაუმჯებესებულ წარმადობას.

4. გაუმჯობესებული უსაფრთხოება WPA 3 ტექნოლოგიის მეშვეობით – თუმცა ამ ტექნოლოგიის განვითარება WIFI 6 თან პირადპირ კავშირში არ არის, WPA 3 უსაფრთხოებით იქნება აღჭურვილი WIFI 6 ის ყველა წვდომის წერტილი და კლიენტი, შესაბამისად უკაბელო კომუნიკაცია იქნება უფრო კარგად დაშიფრული და დაცული მოსმენისგან.

ამჟამად WIFI 6 – წვდომის წერტილები უკვე გაყიდვაშია და ნელ-ნელა ისინი გამოჩნდებიან ჩვენს გარშემო. ტექნოლოგია განვითარებას არ წყვეტს და მომავალში გვპირდება უფრო მაღალ სიჩქარეებს და უკეთეს ხარისხს.

 

ITcraft – თქვენი აიტი პარტნიორი! იმუშავეთ შეფერხების გარეშე

❓ კითხვების შემთხვევაში

📱 +(995) 322 18 18 09;   599 63 66 00

 

დაკავშირებული  სტატია

დაკავშირებული სტატია



Leave a Reply