როგორ გადავარჩინოთ სველი ტელეფონი

როგორ გადავარჩინოთ სველი ტელეფონი

თუ თქვენ ტელეფონი დაგისველდათ ეს არნიშნავს, რომ ტელეფონი გაგიფუჭდათ, მთავარია სწრაფად იმოქმედოთ და გადაარჩინოთ მობილური.

ჩვენ მოგცემთ რამოდენიმე რჩევას თუ როგორ შეიძლება დასველებულ ტელეფონს უშველოთ.

როდესაც მობილური ტელეფონი წყალში ჩაგივარდებათ, რაც შეიძლება მალე ამოიღეთ ის წყლიდან და გათიშეთ. მობული ტელეფონი არ ჩართათ მანამ სანამ კარგად არ გააშრობთ, რადგან მოკლე ჩართვა არმოხდეს. ასევე მნიშვნელოვანია მობილურიდან SIM ბარათის ამოღება.

გახსოვდეთ, რომ წყლის ერთმა წვეთმაც კი შეიძლება ავნოს თქვენს მობილურს და მწყობრიდან გამოიყვანოს. ტელეფონის გასაწმენდად უმჯობესია გამოიყენოთ პირსახოცი ან ქაღალდის ხელსახოცი.

ასევე ტელეფონიდან ნესტის გამოსადევნი საშუალებაა ბრინჯი. ჯამში ჩაყარეთ ბრინჯი ისე რომ შიდ მობილური ტელეფონი მოთავსდეს. ბრინჯიდან ამოღების შემდეგ ტელეფონი მოათავსეთ პირსახოცზე ან ხელსახოცზე, თუ ტელეფონმა სისველე გამოიტანა ისევ გაიმეორეთ ბრინჯის პროცედურა.

თუ ამ ჩამოთვლილმა მეთოდებმა თქვენს ტელეფონს არ უშველა, მაშინ მობილური ტელეფონი უნდა დაიშალოს.

შემდეგი რჩევებისა და ტექნიკური დახმარებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

+(995) 322 18 18 09;   599 63 66 00

დაკავშირებული სტატია



Leave a Reply