რა მოვიმოქმედოთ, თუკი კომპიუტერი ხურდება და უცნაურ ხმებს გამოსცემს?

რა მოვიმოქმედოთ, თუკი კომპიუტერი ხურდება და უცნაურ ხმებს გამოსცემს?

 

ნოუთბუქების მომხმარებლები ხშირად აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მოწყობილობის გადახურება და უცნაური ხმები. რატომ ხდება ასე და რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის აღმოსაფხვრელად?

მოწყობილობის გადახურების ძირითადი მიზეზი გამაგრილებელი სისტემის გაუმართაობა და მასზე ზედმეტი ზეწოლაა. პირველ რიგში, უნდა შევამოწმოთ, თუ სად დგას ჩვენი ნოუთბუქი. თუკი ის რაიმე გახურებულ, სითბოს გამომცემ მოწყობილობებთან დგას ან ოთახში, სადაც მართლაც ცხელა, მაშინ ქულერი შესაძლოა ვერ გაუმკლავდეს საკუთარ ფუნქციას. ამ შემთხვევაში, სჯობს მოწყობილობა სხვა ადგილას გადავდგათ ან ოთახის გასაგრილებლად კონდიციონერი გამოვიყენოთ.

ქულერის გაუმართავად მუშაობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა მტვერიც იყოს. ეს მაშინ ხდება, როდესაც მოწყობილობას ტექსტილის შემცველ ზედაპირზე ვდგამთ. ამ შემთხვევაში კომპიუტერს პროფესიონალური წმენდა სჭირდება. ენთუზიასტები წარმატებით ასუფთავებენ საკუთარ მოწყობილობას, მაგრამ ასეთ დროს მათ არამხოლოდ საკუთარი კომპიუტერის დაშლა, არამედ თერმოპასტის გამოცვლაც მოუწევთ, ამიტომ სჯობს პროფესიონალებს მივენდოთ და შემდგომში ლეპტოპი ბრტყელ, არა ტექსტილის შემცველ ზედაპირზე დავდგათ.

თუკი ყველა ზემოხსენებული პროცედურის ჩატარების შემდეგ ნოუთბუქი მაინც ხურდება, ესე იგი თქვენ მას ზედმეტად ტვირთავთ, შესასრულებლად ზედმეტად ბევრ დავალებას აძლევთ. ასეთ შემთხვევაში, უნდა გადახედოთ, თუ რითი ტვირთავთ თქვენს მოწყობილობას და შესაძლოა ეს დატვირთვა, არსებობის შემთხვევაში, სხვადასხვა გაჯეტზე გადაანაწილოთ. ასევე შესაძლებელია სპეციალური გამაგრილებელი სადგამის შეძენა, რომელსაც ჩაშენებული აქვს დამატებითი ქულერები, რაც ნოუთბუქს გაგრილებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის გადახურების მიზეზი სხვადასხვა ვირუსიც ხდება. არ დაგავიწყდეთ რეგულარულად განაახლოთ და ჩართოთ ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფები, რათა დაიცვათ მოწყობილობები მავნე პროგრამებისგან.

 

ITcraft – თქვენი IT პარტნიორი! იმუშავეთ შეფერხების გარეშე! გახდით თანამედროვე რეალობის ნაწილი!

ჩვენ გთავაზობთ სრულ მომსახურებას ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული სერვისის სფეროში!

✔ ITcrafti – თქვენი აიტი კომპანია!

ნებისმიერი კომპიუტერული მომსახურებით სარგებლობისათვის დაგვიკავშირდით

+(995) 322 18 18 09;   599 63 66 00

 

დაკავშირებული სტატია

დაკავშირებული სტატია

 



Leave a Reply