ინტერნეტ უსაფრთხოების რჩევები

ინტერნეტ უსაფრთხოების რჩევები

საიმედო პაროლი: პაროლი მონაცემების ყველაზე მარტივი საშუალებაა. მისი შერჩევისას საჭიროა სიფრთხილე, უნდა მოვერიდოთ მარტივი ციფრებისა და სიტყვების კომბინაციას, მითუმეტეს პირად ინფორმაციას.

მოიფიქრეთ მარტივი წინადადება, რომელსაც გაართულებთ ციფრებითა და სიმბოლოებით. პაროლის უსაფრთხოდ გამოყენებისათვის საჭიროა მისი ხშირად განახლება.

არ შეიყვანოთ პაროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და სადაც კამერებია დაყენებული.

მონაცემების დაშიფვრა: თუ თქვენი კომპიუტერი და მისი მყარი დისკი უცხო პირთა ხელში აღმოჩნდა, დისკზე არსებული ინფორმაციის გახსნას პაროლის გარეშე ვერ შეძლებენ და ინფორმაცია მათთვის მიუწვდომელი გახდება.

სარეზერვო მონაცემების საცავი: რომელიმე მოწყობილობის დაკარგვა არნიშნავს მასში მოცემული ინფორმაციის სრულ დაკარგვას. Google Drive საცავი დაკავშირებულია თქვენს Google ანგარიშთან. მასზე შეგიძლიათ დააყენეთ ორფაქტორიანი ავტორიზაცია, ნახოთ თქვენ მიერ დათვალიერებული ვებგვერდების სია და ჩართოთ გაფრთხილების შეტყობინება, რომელიც მოგივათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ანგარიშზე უცნობი მოწყობილობიდან შევლენ.

უსაფრთხოება სოციალურ ქსელებში: Facebook-ის მოხმარებისას პირადი ინფორმაციის დასაცავად აუცილებელია უსაფრთხოების წესის დაცვა. სპეციალური გზამკვლევით შეგიძლიათ გაეცნოთ ზოგად რჩევებს თუ როგორ აირიდოთ თავი უცხო ჯგუფებში გაწევრიანებისა, როგორ გადაამოწმოთ უსაფრთხოების პარამეტრები, აკონტროლოთ, თუ ვის შეუძლია თქვენი პოსტების ნახვა და თქვენი მონიშვნა სხვადასხვა პოსტებსა და ფოტოებზე.

გზამკვლევი ასევე ყურადღებას ამახვილებს პირადი მონაცემების მართვაზე. მისი გამოყენებით, გაიგებთ, თუ როგორ უნდა დააღწიოთ თავი ონლაინ რეკლამებს და დაიცვათ პირადი მიმოწერის უსაფრთხოება.

დაშიფრეთ ელ-ფოსტა: ელ-ფოსტა კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, რომელიც მიმოწერისთვის გამოიყენება. პირადი მიმოწერის სხვის ხელში ჩაგდებისგან თავის ასაცილებლად აუცილებელია ელ-ფოსტის დაშიფვრა.

ელექტრონული ფოსტის დასაშიფრად გამოიყენეთ PGP ტექნოლოგია. ის შეტყობინებას გაგზავნამდე შიფრავს და მხოლოდ სპეციალური პაროლის მქონე პირებს შეუძლიათ მისი შინაარსის წაკითხვა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენი წერილი სხვის ხელში აღმოჩნდება, მისი შინაარსი უცნობი დარჩება.

IT craft-ი უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას!!!

ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო კონსულტაციით მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია და თავი მაქსიმალურად დაიცვათ ხანძართან დაკავშირებული მოსალოდნელი პრობლებისგან.

დაგვიკავშირდით ახლავე: 032 2 18 18 09;   599 63 66 00

იხილეთ მსგავსი სტატია



Leave a Reply